ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობის შესახებ

გუშინ ერთ–ერთმა Facebook-მეგობარმა ასეთი კითხვა დამისვა: თუკი მამაკაცი სახლიდან აგდებს ქალს, რომელთანაც სულ ორი თვის წინ იქორწინა (ქორწინება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის), ხოლო ამ ქალს წასასვლელი არსად აქვს, რისი გაკეთება შეუძლია?

ჩვენი სიმპათიები თუ ქალური სოლიდარობა (8 მარტი არაფერ შუაშია) რა თქმა უნდა, ჩაგრული “ცოლის” მხარეს იხრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი უკვე ვიცოდი, კანონს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი, იქნებ რაიმე ხელმოსაჭიდი იყოს ასეთ პირობებში აღმოჩენილი სუსტი სქესის წარმომადგენლის სასარგებლოდ–მეთქი.

მოკლედ, თუკი კითხვას ასეთ სახეს მივცემთ: თუკი ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, წარმოეშობათ თუ არა ქალსა და მამაკაცს ქონებრივი უფლება–მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ?

პასუხი ერთმნიშვნელოვანი და მოკლეა: არა!

ყველა ის უფლება–მოვალეობა, რაც ქორწინების შედეგად უნდა წარმოეშვათ მეუღლეებს, მხოლოდ ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციის შემდეგ იქნება სახეზე. გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ფაქტის დადგენაა საჭირო, “არაოფიციალურ ქორწინებაში” დაბადებული ბავშვის უფლებების დასაცავადაა მიმართული. მაგალითად, თუკი მამა არ აღიარებს თავს ბავშვის მამად, შეიძლება სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ბავშვის დაბადების მომენტისათვის ან მანამდე ამ კონკრეტული პიროვნებისა და ბავშვის დედის თანაცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება და ა.შ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან არაოფიციალური ქორწინება იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილის მიმართ მოვალეობები არ აქვთ; სხვაგვარად რომ განვმარტოთ, მეუღლეთა უფლება–მოვალეობანი პირდაპირ არის დამოკიდებული ქორწინების რეგისტრაციაზე, მშობლების – არა.

ყველაზე კარგი გამოსავალი ქორწინებამდე ყველაფრის კარგად გააზრება და დაგეგმვაა.  კანონი ყოვლისმომცველი არაა და ხშირად არ ემთხვევა სამართლიანობის იმ გაგებას, რაც შესაძლოა, ცალკეული ადამიანისათვის იყოს მისაღები.

About these ads

4 thoughts on “ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობის შესახებ

  1. tu qorwineba araa registrirebuli da qali ubralod chaweria garkveul misamartze… ganqorwinebis shemtxvevashi aqvs tu ara raime saxis qonebrivi upleba ? me vici rom ara aqvs , magram dazusteba minda.. gtxovt mipasuxot. :)

    Reply
    • არა, არ აქვს. ჩაწერის ინსტიტუტი გაუქმებულია, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაცია არავითარ კავშირშია საკუთრების უფლებასთან.

      Reply
  2. Pingback: კითხვა-პასუხი: საოჯახო დავები | Themis

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s