პასუხგაცემული კითხვების პირველი ნაწილი:
კითხვა: გამარჯობათ, მე მაინტერესებს არაქორწინებაში მყოფი მეუღლეებს ბავშვების წართმევის უფლება რა შემთხვევაში აქვს მამას? ბავშვები არიან 4 და 2 წლის.
პასუხი: ბავშვის წართმევის უფლება, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მეუღლეთა, ამ შემთხვევაში, მშობელთა უფლება და მოვალეობა, ორივე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში.
შესაბამისად, თუ მშობლები ვერ მორიგდნენ იმის თაობაზე, თუ რა სიხშირით უნდა ნახოს ბავშვი თითოეულმა მათგანმა, მშობელს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, სრული უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სასამართლო კი გადაწყვეტს, რომელ მშობელთან უნდა იცხოვრონ ბავშვებმა მუდმივად და რა სიხშირით შეიძლება ნახოს მეორე მათგანმა. ყოველივე ეს ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობით (ამჟამად ასეთია რესურს–ცენტრები) და ბავშვის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
თუ არ მიწყენთ, პირადად ჩემი რჩევა იქნება, რომ ერთმანეთში თავად მორიგდეთ. მამას ისეთივე უფლება აქვს ბავშვებზე, როგორც დედას, მით უმეტეს, თუ თავად სურს მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღება. უფრო ხშირად, სამწუხაროდ, მშობლის უყურადღებობაა პრობლემა. თქვენს შემთხვევაში კი ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას. ბავშვის უფლება და ინტერესიცაა, რომ მას ურთიერთობა ორივე მშობელთან ჰქონდეს…
კითხვა: გთხოვთ დამეხმაროთ, მაინტერესებს ოჯახის შექმნის უფლება რა ასაკიდან აქვს ადამიანს, როგორც გოგოს, ისე ბიჭს?
პასუხი: დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით 
ოჯახის შექმნის უფლება როგორც გოგოს, ისე ბიჭს (სქესს მნიშვნელობა არ აქვს) წარმოეშობა მას შემდეგ, რაც გახდება სრული ქმედუნარიანი ანუ სრულწლოვანი – თვრამეტი წლის.
თუმცა, დაქორწინების უფლება წარმოიშობა თექვსმეტი წლის ასაკიდანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების თანხმობაც! მშობლების თანხმობის არარსებობის შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობასაც, რომელიც განიხილავს მშობლების უარის მოტივებს და შესაძლოა, მან დართოს ახალგაზრდებს დაქორწინების უფლება.
თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა და პროცედურებიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომელიც შეიძლება, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.
პირადად მე, თუ არასრულწლოვანი ხართ, თვრამეტი წლის შესრულებამდე მოცდას გირჩევდით.
წარმატებებს გისურვებთ! 
კითხვა: gamarjobat,mainteresebs mwoblebis gardacvalebis wemdeg darza 2 sartyliani bina romelwichic dgemde ert erti da zxovrobs binawi ar miwvebs imis gamo mwoblebi me davkrzale da wen ak araferi gesakmebao makvs ty ara yfleba viko ert erti memkvidre rogor movikce gtxovt damexmarot rogor movikce
პასუხი: მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, ვწუხვარ, რომ ასეთი უსიამოვნება შეგემთხვათ ოჯახის წევრთან. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა მემკვიდრეებიდან ერთ-ერთი იღებს საკუთარ თავზე მოხუცი მშობლების მოვლა-პატრონობას და შემდეგ მემკვიდრეებიდან სწორედ ის სარგებლობს უპირატესობით. უმეტესწილად, ასეთი საკითხები მემკვიდრეებს შორის მორიგებით წყდება ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენს შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა.
როგორც შეკითხვის შინაარსიდან ვხვდები, თქვენს მშობლებს ანდერძი არ დაუტოვებიათ, შესაბამისად, კანონის საფუძველზე მემკვიდრეები სწორედ შვილები უნდა იყვნენ (ვვარაუდობ, რომ თქვენი მშობლების მშობლები გარდაცვლილები არიან) ანუ თქვენ და თქვენი და.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ბოროტად არიდებდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინა მამკვიდრებელი, მაგრამ ეს გარემოება სასამართლო წესით უნდა იყოს დადასტურებული.
თქვენ – შვილები, ვალდებულნი იყავით, გერჩინათ შრომისუუნარო მშობლები. თუკი თქვენი და მიიჩნევს, რომ ამ მოვალეობას მხოლოდ ის ასრულებდა, თქვენ თავს არიდებდით მშობლების რჩენის მოვალეობას და სწორედ ამიტომ არ სურს თქვენთან სამკვიდრო ქონების გაყოფა, მან ამის დასადასტურებლად სასამართლოს უნდა მიმართოს. სანამ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს, თქვენ უფლებას ინარჩუნებთ, იყოთ მემკვიდრე.
რაც შეეხება თქვენი მემკვიდრეობის უფლების განხორციელების შესაძლებლობას, თქვენ, თუკი თვლით, რომ ეს უფლება უსამართლოდ გეზღუდებათ, უფლებამოსილი ხართ, თავად მიმართოთ სასამართლოს.
თუკი რაიმე ინფორმაციის დაზუსტება გნებავთ, მომწერეთ კომენტარებში.
კითხვა: მაინტერესებს ბავშვის დედას აქვს თუ არა რაიმე იურიდიული უფლება ბავშვის მამას ან მის მშობლებს მოსთხოვოს არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილით მაინც უზრუნველყოფა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მამა და მისი მშობლები ვერ უზრუნველყოფენ ფინანსურ დახმარებას ბავშვის აღზრდისათვის (ამას ძირითადად აკეთებს დედა) და ბავშვის მშობლები ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.
აქამდე ცოლ-ქმარი ბავშვთან ერთად ცხოვრობდა ქმრის მშობლებთან, მათ სახლში, მათ კი სახლის გაქირავება გადაწყვიტეს, რის გამოც ფაქტიურად ბავშვის მშობლები იძულებული ხდებიან ქირით სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად, რაზეც ბავშვის დედას ფინანსური სახსრები არ ყოფნის.
ამ შემთხვევაში რა იურიდიული უფლება აქვს ბავშვის დედას თუ ბავშვის მამა მშობლებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას ვერ თხოვს?
გმადლობთ წინასწარ
პასუხი: გმადლობთ შეკითხვისთვის.
უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იმით, რომ ბავშვზე ზრუნვის მოვალეობა მშობელს აკისრია იმის მიუხედავად, არის თუ არა ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული. როგორც შეკითხვიდან ვხვდები, მამობა უკვე დადგენილია.
სამოქალაქო კოდექსი ადგენს როგორც მშობლების მოვალეობებს შვილების მიმართ, ასევე პაპისა და ბებიის მოვალეობებს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართაც, თუკი იგი დახმარებას საჭიროებს და არ შეუძლია, სარჩო მიიღოს მშობლებისაგან.
შემიძლია დანამდვილებით გიპასუხოთ, რომ ბავშვის დედას, როგორც შვილის წარმომადგენელს, უფლება აქვს, მოითხოვოს დახმარება როგორც ბავშვის მამის, ისე მისი მშობლებისგანაც. თუკი ეს საკითხი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყდება, დედას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, მოთხოვნის სხვა გზას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასამართლო მხედველობაში მიიღებს ორივე მხარის ფინანსურ შესაძლებლობებს, ბავშვისათვის აქამდე გაწეულ დახმარებას და ყველა იმ ნიუანსს, რაც ბავშვის აღზრდის ხარჯებისა და სხვა მოვალეობათა განაწილებას შეეხება. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, ბავშვის რჩენის მოვალეობა დაეკისროს პაპასა და ბებიასაც, თუკი დადგინდება, რომ მშობლების სახსრები საამისოდ არასაკმარისია, ხოლო პაპასა და ბებიას საამისო პირობები აქვთ.
სამწუხაროდ, უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა ამ მოცემულობაზე დაყრდნობით მიჭირს.
გისურვებთ წარმატებებს!
კითხვა: გამარჯობათ!მაინტერესებს თუ მსჯავრდებული მეუღლე არაა თანახმა განქორწინებაზე ხოლო ცოლმა შეიტანა რეესტრში განცხადება ამ შემთხვევაში რა მოხდება..?
პასუხი:
გამარჯობა!
მეუღლეს უფლება აქვს შეიტანოს განქორწინებაზე განცხადება, თუკი მსჯავრდებულ მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლით. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ატყობინებს მსჯავრდებულ მეუღლეს განცხადების შესახებ და ითხოვს მისგან ინფორმაციას, არის თუ არა დავა ბავშვების შესახებ, ქონების თაობაზე ან ალიმენტის გადახდევინებაზე. პასუხის მიღების ვადა არის არა უმეტეს სამი თვისა. თუკი ამ ვადაში სრს ტერიტორიული სამსახური მიიღებს თანხმობას მსჯავრდებული მეუღლისაგან, იგი დაარეგისტრირებს განქორწინებას.
თუკი მსჯავრდებული მეუღლისაგან სამი თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი სააგენტოს შეტყობინებას, სააგენტო უფლებამოსილია, დაარეგისტრიროს განქორწინება.
ანალოგიურად, თუკი მსჯავრდებულ მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღვკეთა სამი წლით ან მეტი ვადით, სააგენტო უფლებამოსილია, დაარეგისტრიროს განქორწინება მისი თანხმობის გარეშეც. თუკი მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვების, ალიმენტის ან ქონების თაობაზე, საქმე გადაეცემა სასამართლოს.
კითხვა: ჩემი ნათესავი ქალბატონი ქორწინებაშია, მაგრამ ფაქტიურად დიდი ხანია მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს (2002 წლიდან). შესაბამისად, მას სურს განქორწინება მოახდინოს.
რასაკვირველია, გავეცანით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებს, მაგრამ აქ ერთი მომენტია პრობლემა: ქმარი უკრაინაში იმყოფება და ჯერ–ჯერობით თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს (ამბობენ, იქ სხვა ცოლი მოუყვანიაო, მაგრამ კანონიერად თუ უკანონოდ, ეს არ ვიცით).
ჯერ–ჯერობით მათ შორის რაიმე ქონებრივი დავის საკითხი არ დგას, შვილიც დიდი ხანია უკვე სრულწლოვანია და გათხოვილი.
რა არის აუცილებელი უკრაინაში მცხოვრები ქმრისაგან განქორწინებისათვის ? არსებობს თუ არა განცხადების ოფიციალური ფორმა (ბლანკი) განქორწინებაზე თანხმობის შესახებ ქართულად მაინც? უნდა იყოს თუ არა განცხადება უკრაინელი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული?
პასუხი:
მოგესალმებით!
პირველ რიგში, შევნიშნავ, რომ თუკი თქვენი ნათესავის მეუღლემ მეორე ქორწინება ოფიციალურად გააფორმა ისე, რომ პირველი ჯერ კიდევ ძალაში იყო, ეს საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადი ქმედებაა.
მეორე – განცხადების ფორმა, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ორივე მეუღლე პირადად უნდა მივიდეს, რათა განქორწინება გააფორმოს. ასეთ განცხადებას სანოტარო დამოწმება არ სჭირდება.
გამოსავალი შეიძლება იყოს თქვენი ნათესავის მეუღლის ვინმეს სახელზე გამოგზავნილი მინდობილობა, რომლის შედეგადაც მის მიერ რწმუნებული პირი მისივე სახელით იმოქმედებდა, მაგრამ პირადად მე გირჩევდით, მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. მომსახურება საკმაოდ გამარტივებულია, ზოგ შემთხვევაში ვიდეოზარითაც კი ხორციელდება და შესაძლოა, იქ გაცილებით მარტივი გზა შემოგთავაზონ.
გმადლობთ შეკითხვისთვის.
კითხვა: mogesalmebit!
minda chemi problemis shesaxeb mogiyvet da iqneb rame mirchiot!
deda da mama didixania gashorebulebi arian(12-14weli),magram ara oficialurad. mama sul ramdenime tve gvixdida aliments me da chems dzmas. magram chven ar gvichivlia. mamachemis mshoblebi gardacvlilebi arian,deda sul ramdenime tvis win gardaecvala. mamas mshoblebs mati qoneis datoveba chemi dzmistvis undodat,tumca mamam gadawyvita exla gayidos da usaxlod datovos chemi dzma. saxli jer kidev gardacvlili babuis saxelzea. aravitari anderdzi ar arsebobs.
mainteresebs tu shegvidzlia wili movitxovot an yadaga davadot saxls rata gayidvas xeli shevushalot? da tu shegvidzlia alimenti movitxovot is rac unda gadaexada da ar gadauxdia?
winaswar didi madloba
პასუხი: პასუხი:
მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ ალიმენტით. მამათქვენი ვალდებული იყო, ალიმენტი ეხადა თქვენი და თქვენი ძმისათვის, სანამ არასრულწლოვნები იყავით. თუკი ასე არ მოხდა, თქვენ დღესაც გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ალიმენტი, თუკი მამათქვენი მის გადახდას განზრახ არიდებდა თავს.
ხოლო რაც შეეხება მამათქვენის გარდაცვლილი მშობლების ქონებას, თქვენ, როგორც შვილიშვილებს მასზე უფლება არ გაქვთ. მამათქვენი, როგორც შვილი, ბებიათქვენისა და ბაბუათქვენის პირველი რიგის მემკვიდრეა და სწორედ ამას ენიჭება უპირატესობა ანდერძის არარსებობისას. შვილიშვილები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყვნენ გარდაცვლილი ბებიისა და ბაბუის მემკვიდრეები, თუკი სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის მემკვიდრე მათი მშობელი. თქვენს შემთხვევაში კი ასე არ არის – მამათქვენი ცოცხალია და უფლება აქვს, ისე განკარგოს მემკვიდრეობით მიღებული მშობლების ქონება, როგორც თავად სურს.
მაგრამ, ვიმეორებ, რომ თქვენ და თქვენს ძმას, თუნდაც სრულწლოვანები იყოთ დღევანდელი მდგომარეობით, კვლავ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების თაობაზე.
მადლობა შეკითხვისთვის…
კითხვა: მოგესალმებით. როდესაც მეუღლეებს გააჩნიათ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება (თანასაკუთრება), ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მეუღლის წილ ქონებაზე მეორე მეუღლის გარდა მისი სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების უფლებაც ვრცელდება?
თუკი გარდაცვლილის მეუღლემ მოახერხა სამკვიდრო მოწმობის მიღება კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, ხოლო დანარჩენმა მემკვიდრეებმა (კერძოდ გარდაცვლილის დედ-მამამ) მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ განაცხადეს მემკვიდროებაზე პრეტენზია, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ ამ საკითხთან დაკავშირებით? და გარდაცვლილის მეუღლეს ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ თავის დროზე მხოლოდ მან მიიღო ქონება და არ განაცხადა დედამთილ-მამამთილის შესახებ
პასუხი: მოგესალმებით!
როდესაც ფიზიკური პირი გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში მის სახელზე არსებულ ქონებაზე უფლება აქვთ პირველი რიგის მემკვიდრეებს ანუ შვილებს, მეუღლესა და მშობლებს. თანასაკუთრების პრეზუმფცია, როგორც წესი, განქორწინებისას გამოიყენება.
სასამართლოსთვის მიმართვა, რასაკვირველია, ნებისმიერ პირს შეუძლია. თუკი დადგინდება, რომ მამკვიდრებლის მშობლებს ობიექტური გარემოებების გამო, მაგალითად, ინფორმაციის უქონლობის, შეუტყობინებლობის და ა.შ., არ შეეძლოთ მემკვიდრეობის უფლების განხორციელება, შესაძლოა, სასამართლომ მათ ეს უფლება აღუდგინოს. ყველაფერი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზეა დამოკიდებული.
კითხვა: გამარჯობა,ასეთი კითხვა მაქვს.მამას ყავს პირველი ქორწინებიდან ვაჯი,ხოლო მეორე ქორწინებიდან მე და ჩემი და.მამას გარდაეცვალა დედა და მისი ერთადერთი მემკვიდრეა.როცა მამა ამ ქონებას გადაიფორმებს ამ ქონების გაყიდვას აპირებს და მაინტერესებს ამ ქონების გასაყიდად სამივე შვილის თანხმობა არის საჭირო? თუ უპრობლემოდ შეეძლება გაყიდვა?დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი: მოგესალმებით!
შვილებს მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ – ესაა მემკვიდრეობის უფლება. მშობლების სიცოცხლეში შვილებს მათ ქონებაზე უფლება არ აქვთ, შესაბამისად, მამათქვენს შეუძლია თავის სახელზე კანონის შესაბამისად დარეგისტრირებული ქონება მართოს საკუთარი შეხედულებისამებრ ან სურვილისამებრ განკარგოს იგი, რაც თავის მხრივ, გაყიდვის უფლებასაც მოიცავს. საამისოდ შვილების თანხმობა საჭირო არ არის.
კითხვა: aseti kitxva maqvs da gtxovt mipasuxot,mshoblebis gayrisas rodesac mat ar aqvt qorwinebis registracia bavshvze meurveobis ufleba qals ekisreba tu mamakacs?
პასუხი:
მოგესალმებით!
დავიწყოთ იმით, რომ მეურვეობის საკითხი ამ შემთხვევაში არ დგება. მეურვეობა უწესდება 7 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელსაც არ ჰყავს მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
რაც შეეხება განქორწინების შემთხვევას, მშობლების შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან იცხოვრებს მუდმივად არასრულწლოვანი შვილი. მშობლებს უფლება აქვთ, მხედველობაში მიიღონ თითოეული მათგანის საცხოვრებელი პირობები, მატერიალური შესაძლებლობები და ა.შ., რათა განსაზღვრონ, თუ რა იქნება არასრულწლოვნისათვის მაქსიმალურად სასიკეთო. ამასთან, მშობელი, რომელთანაც ბავშვი მუდმივად არ იცხოვრებს, ინარჩუნებს უფლებასა და მოვალეობას, იზრუნოს შვილზე და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.
თუკი მშობლები ვერ შეთანხმდნენ, მათ უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის საცხოვრებელ ადგილს ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და შესაძლოა, განსაზღვროს თითოეული მშობლის მოვალეობებიც.
კითხვა: gamarjobat.mainteresebs bina rogor iyapa tanacxovrebis dros?/////////tu aris erti spalna zala da loji….orma dzmam romlisacaa bina rogor unda gaiyon
პასუხი: მოგესალმებით!
თუკი ძმები ერთად ცხოვრობენ და ბინა საერთო საკუთრებაა, გაყოფა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია როგორც ერთად ცხოვრება და კუთვნილი ფართის განსაზღვრა ურთიერთშეთანხმებით, ისე ბინის გაყიდვა და თანხის განაწილება. დადგენილი წესი არ არსებობს, ეს შეთანხმების საგანია.
კითხვა: გამარჯობა, ჩემს მეუღლეს წინა ქორწინებიდან ჰყავს 2 სრულწლოვანი შვილი, განქორწინებისას (15 წლის წინ) სასამართლომ მის ყოფილ მეუღლეს და იმ დროისათვის არასრულწლოვან შვილებს მიაკუთვნა საცხოვრელებლი ფართის უდიდესი წილი, ბინა გაიყიდა და ჩემი მეუღლე უბინაოდ დარჩა, თუმცა განქორწინებიდან 8-10 წლის შემდეგ ჩემმა დედამთილმა აჩუქა მას 2 ოთახიანი ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობთ მცირექლოვან შვილებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ მის შვილებთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, არც ალიმენტის გადახდაზე და არც ალიმენტის ზემოთ ფინანსურ დახმარებაზე პრობლემა არ ყოფილა, ყოფილი მეუღლე იმურება რომ ამ 2 ოთახიან ბინას ადრე თუ გვიან გაყოფს და ჩემს მცირეწლოვან შვილებს უბინაოდ დატოვებს. გთხოვთ განმიმარტოთ აქვს თუ არა მას ამის თქმის სამართლებრივი საფუძველი და რა შემთხვევაში? მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, დავაზუსტოთ შემდეგი: პირველი ქორწინების მოშლის შედეგად ბინის ნაწილი მიეკუთვნა თქვენი მეუღლის ყოფილ მეუღლეს, როგორც თანასაკუთრება. რაც შეეხება შვილებს, მათ ამ დროისთვის მხოლოდ ალიმენტის მოთხოვნის უფლება ჰქონდათ და არა ე.წ. წილის.
თუკი აღნიშნული ბინა არის თქვენი მეუღლის სახელზე, თქვენი შვილები მისი გარდაცვალების შემდეგ თქვენთან ერთად ჩაითვლებიან მემკვიდრეებად. თუმცა, მხედველობაშია მისაღები პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილების უფლებაც მემკვიდრეობაზე. ასეთ შემთხვევაში მათაც შესაძლოა, ჰქონდეთ უფლება, მოითხოვონ სამკვიდრო წილი ბინიდან. რაც შეეხება თქვენი ქმრის ყოფილ მეუღლეს, მას არავითარი მოთხოვნის უფლება აქვს, კუთვნილი ქონება თანასაკუთრებიდან მან უკვე განქორწინებისას მიიღო.
სირთულეების თავიდან ასაცილებლად თქვენს მეუღლეს ვურჩევდი, დაეწერა ანდერძი, სადაც დააზუსტებდა, რომ თქვენს მიერ აღნიშნული ბინა მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩება თქვენს შვილებს.
კითხვა: ჩემი ბიძაშვილი შორდება მეუღლეს, რომელთანაც 18 წელი გაატარა, თუმცა ქორწილი რეგისტრირებული არ ყოფილა მათ ჰყავთ ორი შვილი, ორივე მამის გვარზეა. რამდენად ეკუთვნით ბავშვებს წილი? გარდა ამისა, თანაცხოვრების პერიოდში მან (ცოლმა) გაყიდა საკუთარი ბინა რათა თანხა მოხმარებოდა მეუღლის (ქმრის, ანუ სადაც ცხოვრობდნენ) ბინის რემონტს. ამას თუ აქვს მნიშვნელობა? მაინტერესებს როგორ ხდება წილების გადანაწილება, ბინები (აგარაკი და სახლი) მისი მეუღლის (ქმრის) სახელზეა რეგისტრირებული, თუკი სარჩელის შეტანამდე, მისმა ქმარმა სახლების პერერეგისტრაცია დედის სახელზე მოახდინა, ასეთ შემთხვევაში თუ იქნება შესაძლებელი მაინც წილის მოთხოვნა? და ბოლოს, ეკუთვინთ თუ არაბავშვებს ალიმენტი?
პასუხი:
პირველ რიგში, “ბავშვების წილი”, როგორც ასეთი, არ არსებობს. შვილები არიან მშობლების მემკვიდრეები მათი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო მშობლების სიცოცხლეში მათი ქონებიდან არაფერი ეკუთვნით, თუკი მშობელმა თავად არ გადაწყვიტა რაიმე ქონების დარეგისტრირება შვილის სახელზე.
მეორე – არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში მეუღლე ქონებიდან წილს ვერ მოითხოვს, ვის სახელზეც უნდა იყოს ქონება რეგისტრირებული.
მესამე – არასრულწლოვან შვილებს მშობლებისგან აუცილებლად ეკუთვნით ალიმენტი; თუკი მშობლები ალიმენტის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ, ამას სასამართლო გადაწყვეტს.
განქორწინებისა და მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://temidas.wordpress.com/2011/03/08/registracia/
https://temidas.wordpress.com/2011/03/04/meughleta-tanasakutreba/
კითხვა: მაინტერესებს რა თანხები დამჭირდება რომ სარჩელი შევიტანო სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებით.არ ვიმყოფები ქორწინებაში,ბავშვი უკვე 4 თვის არის.მამა მეხმარებოდა თანხით ორსულობის პერიოდში,ბავშვს გვარიც მისცა და მიგზავნიდა ფულსაც.ახლა კი უარს ამბობს მამობაზე და დნმ-ს ითხოვს.მაყენებს სიტყვიერ შეურაწყოფებს.ჩემი ოჯახი უარს ამბობს ბავშვზეც და ჩემზეც.იძულებული ვარ მივმართო სასამართლოს რადგან ბავშვის მარტო რჩენა მიჭირს.მაინტერესებს სარჩელის აღძვრა უფასოა თუ არა.და სასამართლომ თუ დნმ-ი მოითხოვა თანხას ვინ გადაიხდის?
პასუხი: ალიმენტის თაობაზე სარჩელი სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება ანუ უფასოა. სარჩელის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.
თქვენ სრული უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ბავშვის მამისაგან ალიმენტი. შესაძლოა, სასამართლომ მოგთხოვოთ რაიმე ფორმით იმის დადასტურება, რომ თქვენ და ბავშვის მამა განსაზღვრული პერიოდი ცხოვრობდით ერთად, გქონდათ საერთო მეურნეობა და ა.შ. ყველაფერი საქმის მსვლელობაზეა დამოკიდებული.
თუკი მამობის აღიარება უკვე ნებაყოფლობით მოხდა, მამა მოვალეა, იზრუნოს ბავშვზე. თუკი მას მოგვიანებით გაუჩნდა რაიმე სახის ეჭვები, ამის მტკიცება უკვე მას ევალება და არა თქვენ. შესაბამისად, თუ ბავშვის მამისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, შეუძლია, თავად დააფინანსოს დნმ-ის ანალიზი. თქვენ ამის ვალდებულება არ გეკისრებათ.
კითხვა: გამარჯობა. მეუღლე მყავს პატიმარი, ვიმყოფებით არარეგისტრირებულ ქორწინებაში, გვყავს შვილი. მინდა რომ მოვინახულო და ბავშვიც ვანახო. მაინტერესებს როგორ შემიძლია მისი ნახვა თანაც მაქვს ერთი პრობლემა, ეხლახანს გადაიყვანეს სხვაგან და არ ვიცი სად იხდის ამჟამად სასჯელს.მის ოჯახთან არ მაქვს კონტაქი ამიტომ თქვენ გთხოვთ დახმარებას, რომ დამაკვალიანოთ. როგორც ვიცი აუცილებელია ქორწინების რეგისტრაცია რათა შევძლო მისი მონახულება, როგორ ხდება ეს პროცედურა ისე რომ მის ოჯახთან არ მომიხდეს დაკავშირება? მადლობთ წინასწარ
პასუხი: მოგესალმებით!
აუცილებლად დააზუსტეთ, სად იხდის თქვენი მეუღლე სასჯელს და დასახმარებლად მიმართეთ ამ დაწესებულების ადმინისტრაციას. ქორწინების რეგისტრაციას ოჯახის ინფორმირება არ სჭირდება. სამწუხაროდ, უფრო დეტალური ინფორმაციით ვერ დაგეხმარებით.
კითხვა: gamarjobat! gankorcinebulebi vart erti celia oficialurad, alimentze shevxmtamdit me da chemi kofili meugle da kovel tve 300 lars vugzavni shvils. exla kofili meugle meubneba gichivleb da konebas gagikofo! rogor movikce da ra kanonieri ufleba makvs rom gamovikeno? gankorcineba chemi motxovnit ar kofili da arc gamigdia! tviton mokida bavshvs xeli da dedachemtan unda vicxovroo da shenc camodio! me uari ganvacxade. es aris gankorcinebis mizezi!alimenti ar shemickvetia dgemde vugzavni! mainteresebs ras damakisrebs sasamartlo savaravudod?
პასუხი: მოგესალმებით!
უნდა მოგახსენოთ, რომ განქორწინების მიზეზს და ინიციატივას მნიშვნელობა არ აქვს. თუკი ქორწინება ოფიციალურად წყდება, ასეთ შემთხვევაში მეუღლეებს შორის თანასაკუთრება თანაბრად იყოფა. თანასაკუთრება არის მეუღლეების მიერ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება გარდა იმ ქონებისა, რომელიც ერთ-ერთმა მეუღლემ მიიღო მემკვიდრეობით ან აჩუქეს.
უფრო ვრცლად მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ იხილეთ აქ: https://temidas.wordpress.com/2011/03/04/meughleta-tanasakutreba/
კითხვა: გამარჯობათ.იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.ოფიციალურ ქორწინებაში ვარ 1995წლიდან მაგრამ 5წლის შემდეგ დავშორდით და 2 შვილს მე ვზრდიდი.განქორწინება ამ დრომდე არ გაგვიფორმებია.მე 2007წელს შევქმენი მეორე ოჯახი,რა თქმა უნდა არა რეგისტრირებული და გვყავს საერთო შვილი,4წლის არც ამ მეუგლესთან გამიმართლა,რადგან აგმოჩნდა მრავალჯერ ნასამარტლევი და თანაცხოვრების პერიოდშიც მოიხადა სასჯელი,რომლის დროსაც გვერდში ვედექი და არ მიმიტოვებია მორალურად.გატავისუფლების შემდგომ აუტანელია მასთან ერთად ცხოვრება,ყველამ მიატოვა,მშობლებმა არაფერი დაუტოვეს,მის ძმას გადაუფორმეს მთელი ქონება,უსახლკაროდ დარჩა…სახლი რომელშიც მე ვცხოვრობ ჩემი საკუთრებაა და მის გაცნობამდე მქონდა შეძენილი.მაინტერესებს სახლის გაყიდვის შემთხვევაში ხომ არ ექნება უფლება მომედაოს და წილი მომთხოვოს?და კიდევ,მინდა დავაკისრო ალიმენტი რომ დამეხმაროს შვილის გაზრდაში.ამ დროისთვის არც საცხოვრებელი აქვს და არც სამსახური.მეც სოციალურად დაუცველი ვარ.როგორ მოვიქცე და ვის მივმათო?
პასუხი: მოგესალმებით!
არა, თქვენს მეუღლეს არავითარი უფლება აქვს თქვენს უძრავ ქონებაზე.
თუმცა, ზოგადად, თქვენი საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, თუკი ბინა აქამდე არ გაქვთ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, სჯობს დაარეგისტრიროთ.
მშობელს ყოველთვის აქვს ვალდებულება, შვილის სასარგებლოდ იხადოს ალიმენტი. თეორიულად თქვენც გაქვთ უფლება, მოსთხოვოთ მეუღლეს ალიმენტის გადახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ამ თანხის ამოღება, თუკი თქვენს მეუღლეს ფიზიკურად არ გააჩნია საამისო სახსრები.
თუკი მაინც მიმართავთ სასამართლოს და ის თქვენს სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თქვენს მეუღლეს ალიმენტის გადახდა დაეკისრება მას შემდეგ, რაც გაუჩნდება შემოსავალი, მაგალითად, თუკი დასაქმდება და ანაზღაურებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ალიმენტის მოთხოვნის უფლება კვლავ გექნებათ, მაგრამ თუკი თქვენს მეუღლეს ქონება არ გააჩნია, შეუძლებელი იქნება ამ გადაწყვეტილების აღსრულება.
კითხვა: gamarjobat roca dedas bavshvis movla ar sheudzlia anu gartulebuli epilefsia aqvs mainteresebs bavshvi vis ekutvnis agsazrdelad tan chemgan wavida xeli ar gvaqvs mowerili bavshvi chems gvarzea.
პასუხი: თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს, რათა ბავშვის დედა ცნონ ქმედუუნაროდ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, დიდი ვარაუდით, ბავშვის აღზრდას მიანდობს ბავშვის მამას. თუმცა, თუკი დედა არ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვისთვის და ანგარიშს უწევს საკუთარ ქმედებებს, მას, ალბათ ექნება უფლება, შეინარჩუნოს ურთიერთობა შვილთან.
სამწუხაროდ, ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია, რადგან სასამართლო ფაქტების შეფასების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებები აუცილებლად იქნება მიღებული მხედველობაში.
კითხვა: gamarjobat.var 30wlis myavs meugle da ori shvili vcxovrob sidedris kutvnil binashi, myavs mshoblebi da 23wlis dasaojaxebeli zma. mshoblebs aqvt sami kerzo bina mainteresebs maqvs tuara upleba movitxovo raime wili binebidan da tu sheicvala kanoni savaldebulo wiltan an memkvidreobastan dakavshirebit?
პასუხი: სანამ თქვენი მშობლები ცოცხლები არიან, სამკვიდრო წილს ვერ მოითხოვთ. სავალდებულო წილი ისევ არსებობს, მაგრამ სამკვიდრო და სავალდებულო წილის მოთხოვნა მამკვიდრებლების სიცოცხლეში შეუძლებელია. თქვენს მშობლებს აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში განახორციელონ ქონების ჩუქება თქვენს სახელზე.