პირველი პოსტი b–law–g–ზე

იურიდიული თემატიკის ბლოგის წარმოება ცოტა სარისკო საქმეა, მაგრამ მთავარი წამოწყებაა; იქნებ ვინმეს შემდგომში ჩემზე უკეთ გამოუვიდეს.

ჩემი აზრით,  მოქალაქეების მიერ კანონის არასწორად გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რასაც შედეგად მისი შეუსრულებლობა ან უკეთეს შემთხვევაში, იძულების წესით შესრულება მოსდევს.

თავისი არსით ყველა კანონი იძულებითია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხშირად ადამიანის მიერ ის აღიქმება, როგორც მათი უფლებების შეზღუდვისა და ჩაგვრის იარაღი. თუ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდება იქამდე, რომ კანონს მიიღებენ, როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის აუცილებელი წესრიგის უზრუნველყოფის საშუალებას, აღარ გაჩნდება ის შინაგანი პროტესტი, რაც მოქალაქეთა უმრავლესობას კანონისა და ხელისუფლებისადმი უარყოფითად განაწყობს.

ის, რაც ბიუროკრატიად და უდანაშაულო ხალხის წამების საშუალებად მიიჩნევა, ხშირად საჯარო სამსახურისათვის აუცილებელი პროცედურაა. მოქალაქეს, რომელიც საჯარო მოხელის სამუშაოს სპეციფიკას არ იცნობს, უჭირს იმის გაგება, თუ რა საჭიროა რამდენიმეჯერ ერთი და იგივე მონაცემის გადამოწმება და ხშირად არცთუ მოკლე ვადები. სწორედ ეს ქმნის მოქალაქისა და საჯარო სამსახურის ურთიერთობებში პრობლემებს, რაც საჯარო სამსახურისადმი უნდობლობაში გადაიზრდება. საჯარო სამსახურებთან ურთიერთობისათვის თავის არიდებამ კი შესაძლოა მოქალაქესა და მისი ოჯახის წევრებს დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნას, რადგან, როგორც წესი, სათავიდანვე აწეწილი საქმე დროთა განმავლობაში კიდევ უფრო რთულად მოსაგვარებელი ხდება.

პოსტი საკმაოდ ზოგადი გამოვიდა, მაგრამ შემდგომი პოსტები კონკრეტულ საკითხებს შეეხება და დაწვრილებით იქნება განხილული თითოეული მათგანი; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცდები განვიხილო ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად ადვილად გასაგები იყოს იურისპრუდენციაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის.

7 thoughts on “პირველი პოსტი b–law–g–ზე

  1. მე ისღა დამრჩენია წარმატებები, ბევრი პოსტი და ბევრი მკითხველი გისურვო! :***

    Reply
  2. ძალიან კარგი წამოწყებაა, მეტიც პირდაპირ მიგნებაა ჩემნაირებისთვის :* ველოდები შემდეგ პოსტებს …

    Reply
  3. რთულ საქმეს ეჭიდები… ეს უკვე სერიოზული ბლოგია🙂 თან ქართულ ბლოგოსფეროში, მგონი, პირველი სპეციალიზებული იურიდიული რესურსი.

    წარმატებები🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s