პასუხი შეკითხვაზე – მემკვიდრეობა

ელექტრონული ფოსტით შეკითხვა მომივიდა.

პიროვნებას აინტერესებს, შეუძლია თუ რა სახლის გაყიდვა მისი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მამის მეუღლეს. შეკითხვის ავტორი დასთან ერთად ჩაწერილია აღნიშნულ სახლში და გაყიდვის წინააღმდეგია.

უპირველეს ყოვლისა უნდა განიმარტოს ის, რომ ჩაწერის ინსტიტუტი საქართველოში აღარ მოქმედებს. საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, მათ ვინც ჩაწერილი იყო კონკრეტული უძრავი ქონების მდებარეობის ადგილზე, წარმოეშობოდათ უფლებები ამ უძრავ ქონებაზე.

დღეს უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ხდება მხოლოდ ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელია გაირკვეს, არის თუ არა შეკითხვაში დასახელებული ქონება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და თუ არის, ვის სახელზე. ამისათვის საჭიროა საჯარო რეესტრის შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა–დახასიათების გამოთხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ქონება რეგისტრირებულია გარდაცვლილ პირზე, საჭიროა მისი გადაცემა გარდაცვლილი პირის ანუ მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის. სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღნიშნული ქონება.

შეკითხვის შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია.  სახეზეა კანონით მემკვიდრეობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336–ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: შვილები, მეუღლე, მშობლები.

შესაბამისად, შეკითხვის ავტორს, მის დასა და მამკვიდრებლის მეუღლეს თანაბარი უფლებები აქვთ სამკვიდრო ქონებაზე (აგრეთვე მამკვიდრებლის მშობლებსაც, თუ ისინი ცოცხლები არიან). თუ აღნიშნულ სამკვიდროს მხოლოდ ეს სახლი წარმოადგენს, ისინი მემკვიდრეობის მიღების შედეგად გახდებიან თანამესაკუთრეები. თანასაკუთრება  უნდა დარეგისტრირდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში. (საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებელს, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევთ).

ზოგადად კი თანასაკუთრება იმას ნიშნავს, რომ თანამესაკუთრეებს ქონების განკარგვა (გაყიდვა, გაჩუქება ან სხვა ფორმით გასხვისება და ა.შ.) შეუძლიათ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით.

შეკითხვის ავტორს შემიძლია დამატებით ვუთხრა, რომ თუკი ზემოთაღწერილი პროცედურები არ განხორციელდება და ქონება გარდაცვლილი პირიდან არ გადაფორმდება მის მემკვიდრეებზე, შეუძლებელი იქნება მისი გაყიდვა. შესაძლოა, ნასყიდობა ფაქტობრივად განხორციელდეს (მაგალითად, გარდაცვლილი პირის მეუღლის მიერ თანხის აღების გზით), მაგრამ მასზე მყიდველის საკუთრების  უფლების რეგისტრაცია (“გადაფორმება”) ვერ განხორციელდება და იურიდიულად ქონება გაყიდულადაც ვერ ჩაითვლება.

დამატებითი შეკითხვები მომწერეთ კომენტარებში ან ელექტრონული ფოსტით.

წარმატებებს გისურვებთ!

48 thoughts on “პასუხი შეკითხვაზე – მემკვიდრეობა

  1. გამარჯობათ, მამა მჩუქნის ერთადერთ შვილს პირველი რიგის მემკვიდრეს ბინას. მეკუთვნის თუ არა რაიმე გადასახადის გადახდა ჩუქბის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარდა? ვგულისხმობ ქონების ან საშემოსავლო ან მიწის და სხვა გადასახადებს? დიდი მადლობა

    Reply
  2. 2001 წელს გარდაიცვალა მამა. მე და ჩემმა დამ მივმართეთ ნოტარიუსს, რადგანაც მამის მანქანა გადაგვეფორმებინა დის სახელზე. (იმ დროს მინდობილობის გარეშე მართვა არ შეიძლებოდა). მანქანის გარდა მამის საკუთრებაში იყო ბინა თბილისში და 2 აგარაკი. მათი გადაფორმება საჩქაროდ არ მივიჩნიეთ და დავტოვეთ მამის სახელზე. ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობაში ჩაწერა: “მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ ქონებაზე სრულად”. შემდეგ პუნქტში კი : “სამკვიდრო ქონებაა მსუბუქი ავტომანქანა (მონაცემები)” . და ამის საფუზველზე ჩემი და გახდა მანქანის მესაკუთრე მემკვიდრეობით. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვინაიდან ჩვენ მანქანის გადაფორმება გვსურდა და არა სახლების, ნიშნავს თუ არა ჩანაწერი “მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ ქონებაზე სრულად” იმას, რომ მართალია უძრავ ქონებას ჯერ არ ვეხებოდით, ისიც ავტომატურად დის სახელზე “გაიხსნა”? ანუ, მე ვეღარ მოვითხოვ მათში მემკვიდრეობით წილს? დრო ხომ არ გავუშვი? ბინა და აგარაკები ჯერ კიდევ მამის სახელზეა და ეხლა გვინდოდა მემკვიდრეობით ჩვენზე გადმოფორმება. მემკვიდრეები მარტო მე და ჩემი და ვართ. იქნებ შეცდომით ან სხვა მიზეზით მემკვიდრეობაზე უარის თქმა გამომივიდა?! ვიმეორებ, განსზრახულობა მხოლოდ მანქანის გადაფორმება გვქონდა და როგორც ვიცი მანქანას მხოლოდ 1 მფლობელი უნდა ყავდეს – მეც იგი დას დავუთმე. წინასწარ მადლობა პასუხისთვის.

    Reply
    • მამამ ამომწერა ბინიდან, ვარ დედისერთა, დედა 4 წელია დამეღუპა, შემიძლია თუ არა მამას სიცოცხლეში ჭილის მიღება, თუკი მამა უარს აცხადებს

      Reply
      • მოგესალმებით!
        ბინიდან ამოწერაში რას გულისხმობთ, არ მესმის, რადგან ჩაწერის ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს, ხოლო კონკრეტულ მისამართზე პიროვნების რეგისტრაციას არაფერი აქვს საერთო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან. შესაბამისად, ამას არავითარი მნიშვნელობა აქვს.
        სამკვიდრო წილის მიღება მამკვიდრებლის ანუ მამათქვენის სიცოცხლეში დაუშვებელია. რაც შეეხება რჩენის მოვალეობას, მშობელი ვალდებულია არჩინოს თავისი არასრულწლოვანი და სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილი. თუკი თქვენ არც ერთ მათგანს მიეკუთვნებით, სამწუხაროდ, არც ალიმენტის მოთხოვნის უფლება გაქვთ.

    • მოგესალმებით!
      პასუხის დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, რატომღაც სისტემამ შემიშალა ხელი და ყურადღება ვერ მივაქციე.
      აუცილებლად მიმართეთ ნოტარიუსს კონსულტაციისთვის. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მართლაც “სრულად გაიხსნებოდა”, მაგრამ ვადებთან დაკავშირებით არც ამჟამად გექნებათ პრობლემა. თქვენ და თქვენმა დამ უნდა მიმართოთ ნოტარიუსს, აიღოთ სამკვიდრო მოწმობა და აღნიშნული უძრავი ქონება გააფორმოთ თქვენს სახელზე, გაყოფის შესახებ კონსულტაციასაც ნოტარიუსი გაგიწევთ. თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, პრობლემები ნაკლებ მოსალოდნელია.
      გისურვებთ წარმატებებს!

      Reply
  3. შვილს ეკუთვნის თუ რა წილი მამის უარის შემთხვევაში

    Reply
  4. 28 ცლის ვარ და ვცხოვრობ ქირით, მყავს ოჯახი და მამაჩემის ბინიდან არაფ

    ერი მეკუთვნის? ადვოკატს ველაპარაკე და მიტხრა წილი გეკუთვნის და დავა შეგიძლიაო,

    Reply
    • პირადად მე თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე სხვა პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შესაძლოა, ადვოკატი უკეთ იცნობს თქვენს მდგომარეობას და რაიმე სხვა იგულისხმა. თუკი სამკვიდრო წილზეა საუბარი, მამათქვენის სიცოცხლეში მას ვერ მოითხოვთ.

      ერთადერთი, რაც შეიძლება გირჩიოთ, არის, რომ დაწვრილებით გაარკვიოთ, თუ რა წილს გულისხმობს და რა საფუძვლით ვარაუდობს დავის დაწყებას.

      Reply
  5. გამარჯობათ მაინტერესებს მამაჩემმა ჩუქება გააკეთა ბინის და მე რამე წილი თუ მეკუთნის? და რის გაკეთება შემიძლია?

    Reply
    • მამათქვენს აქვს უფლება, ჩუქებით გადასცეს მის სახელზე რეგისტრირებული ქონება სხვა პირს. სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ არის პირი, ვისაც მამათქვენმა ეს ბინა აჩუქა (თუკი, რასაკვირველია, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა დაიცვა, მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციაც). თუკი პიროვნება, რომელიც ჩუქების შედეგად გახდა ბინის მესაკუთრე, თქვენთან ერთად მიეკუთვნება პირველი რიგის მემკვიდრეს – შესაძლოა, არის თქვენი ძმა, ან მამათქვენის მეუღლე ან მშობელი, თქვენ სამკვიდროს გახსნის შემდეგ (ანუ მამათქვენის გარდაცვალების შემდეგ) შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ნაჩუქარი ბინის ჩათვლა მის სამკვიდრო წილში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამკვიდრო ქონების გაყოფისას ამ პირს ეს ბინა ჩაეთვლება, როგორც მიღებული სამკვიდრო, თქვენ კი შესაძლოა უფლება გქონდეთ სამკვიდრო ქონების დარჩენილ ნაწილზე.
      თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩუქებიდან სამკვიდროს გახსნამდე გასულია არა უმეტეს ხუთი წლისა.
      ამ ეტაპზე ანუ მამათქვენის სიცოცხლეში სამწუხაროდ, მე ნამდვილად ვერ მიგითითებთ დავის რაიმე შესაძლებლობაზე, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამკვიდრო ქონებაზე დავა მამკვიდრებლის სიცოცხლეში დაუშვებელია.

      Reply
  6. მოკლედ რომ გიტხრათ მამაჩემმა ჩუქება გააკეთა ჩემს შვილზე, ბინიდან ამომწერა დედა მე არ მყავს მოკლედ მამამ გამამწარა და რა შემიძლია გავაკეთო?

    Reply
    • როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩაწერის ინსტიტუტი გაუქმებულია, შესაბამისად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სრულწლოვანი ბრძანდებით და შესაბამისად, ალიმენტსაც ვერ მოითხოვთ.
      რაც შეეხება ჩუქებას, მამათქვენს უფლება ჰქონდა, ეჩუქებინა ეს ბინა თქვენი შვილისთვის, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: სრულწლოვანია თუ არა თქვენი შვილი?
      თუ არასრულწლოვანია, ჩუქება დასაშვებია მხოლოდ თქვენი და თქვენი მეუღლის თანხმობით და საჩუქრად მიღებული ქონების მართვაც თქვენ უნდა განახორციელოთ თქვენი შვილის სახელით და მის სასარგებლოდ. თუ თქვენი შვილი სრულწლოვანია, ასეთ შემთხვევაშიც ვერაფერს გირჩევთ.

      Reply
  7. მოგესალმებით ესეთი შეკითხვა მაქვს როდესაც არასრულწლოვანი ვიყავი ბებიაჩემმა სახლის ჩუქება გააკეთა ჩემს დაზე ჩემი სიძე მაგით სარგებლობს ერთი სიტყვით უსიამოვნება მაქვს სახლში როგორ შეიძლება მოვიქცე მოცემულ მომენტში, არაფერი არ მეკუთვნის?
    მადლობა.

    Reply
    • მოგესალმებით!
      ბინის მესაკუთრე არის თქვენი და, თუკი, რასაკვირველია, ჩუქების საფუძველზე ბინა მის სახელზეა დარეგისტრირებული. თქვენ ამ ბინიდან წილი არ გეკუთვნით, მაგრამ არ მესმის, რას ნიშნავს რომ “თქვენი სიძე ამით სარგებლობს”. ჩუქებით მიღებული ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არ შედის, შესაბამისად, ამ ბინაზე უფლება არც თქვენს სიძეს აქვს. მესაკუთრე მხოლოდ ისაა, ვინც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ეს არის თქვენი და.

      Reply
  8. დედას უნდა თავისი ბინა დაგგვიტოვოს მე და ჩემს დას. როგორ უნდა მოვიქცეთ? ანდერძი უნდა დაწეროს თუ სხვა რაიმე მექანიზმები არსებობს? ამბობენ ყველა შემთხვევაში თანხა უნდა გადაიხადოთო. მართალია?

    Reply
    • მოგესალმებით!

      დედათქვენს შეუძლია დაწეროს ანდერძი, სადაც მემკვიდრეებად მოგიხსენიებთ თქვენ და თქვენს დას. ანდერძის ფორმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://temidas.wordpress.com/2011/03/21/anderdzis-formebi/

      დედათქვენს შეუძლია ბინა სიცოცხლეშივე გადმოგცეთ ჩუქების ხელშეკრულებით. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში თქვენი და თქვენი დის სახელზე.

      რაც შეეხება თანხას:
      სამკვიდრო მოწმობის გაცემით ღირებულების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://temidas.wordpress.com/2012/04/27/salary-of-notary/;
      გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მომსახურებაც ფასიანია და მომსახურების დროის მიხედვით იცვლება. უძრავი ქონების რეგისტრაციის საფასური 50 ლარს შეადგენს და დაჩქარების დროის მიხედვით იზრდება.

      Reply
  9. გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხოთ აქვს თუ არა მამაჩემის უკანონოდ შობილ შვილს უფლება მემკვიდრეობაზე,?მის არსებობის შესახებ სამემკვიდრეოს გახსნის შემდეგ შევიტყვეთ,(ჩემ მშობლებს ვყავართ ორი შვილი, მე და ჩემი ძმა და როგორც ღვნიშნე არსებობს მესამე ნახევრადძმა, ქორწინების გარეშე დაბადებული)სამემკვიდრეოს გახსნამდე დედამ დაწერა ნოტარიუსთან განცხადება სამემკვიდრეოს მოთხოვნაზე, მე და ჩემ ძმამ დავწერეთ უარი სამემკვიდრეოზე, რათა სრულიად დედას დარჩენოდა მემკვიდრეობა,მაშინ არ ვიცოდით რომ კიდევ ერთი მემკვიდრე არსებობდა,უარის დროს არ მივუთითეთ, რომ დედის სასარგებლოდ ვამბობთ უარსა მემკვიდრეობაზე, ზოგადად დავწერეთ რომ პრეტენზია არ გვაქვს მამის მემკვიდრეობაზე,ასე დაგვაწერინა ნოტარიუსმა. და გვითხრა რომ დედის საკუთრებაში რომ გადავა ქონება, მაინც თქვენ რჩებით მემკვიდრეებადო.იმ შემთხვევაში თუ უკანონოდ შობილი ნახევრადძმა პრეტენზიას განაცხადებს ქონებაზე, ჩემი და ჩემი ძმის მიერ გაცხადებული უარის გამო შეიძლება რომ უკანონოდ შობილ მემკვიდრეს იმაზე მეტი წილი გამოეყოს ვიდრე უარი რომ არ დაგვეწერა?დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ქონების რა წილი ეკუთვნის ნახევარძმას?

    Reply
    • მოგესალმებით!

      თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ მამობა დადგენილია ანუ თქვენ იმ ფაქტს, რომ თქვენი ნახევარძმა ნამდვილად არის მამათქვენის შვილი, სადავოდ არ ხდით. ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეობისათვის არ აქვს მნიშვნელობა, მემკვიდრე ქორწინების პერიოდშია დაბადებული თუ არა.
      რაც შეეხება ქონების გაყოფას, კანონით მემკვიდრეობისას მხედველობაში მიიღება ყველა კანონით მემკვიდრე ანუ თქვენ, თქვენი ძმა, დედათქვენი და თქვენი ნახევარძმა. სამკვიდროზე სხვის სასარგებლოდ უარის თქმა უკვე შემდგომი ეტაპია და თქვენი ნახევარძმის წილის განსაზღვრისას მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენს ნახევარძმას შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ სამკვიდრო ქონების მეოთხედი. მას ამის მოთხოვნის უფლება აქვს.

      Reply
      • მადლობთ გამოხმაურებისთვის,მაგრამ მე ვერ დავაზუსტე რაც მაინტერესებს,ის ფაქტი ,რომ ნოტარიუსთან უკვე გვაქვს დაწერილი მე და ჩემ ძმას უარი მამის დანაშთ ქონებაზე(მემკვიდრეობაზე)რადგან დედას მიეღო ბინა სრულად, თუ ჩვენი ნახევარძმა მოითხოვს წილს ბინიდან, რომელიც უკვე დედაზეა გაფორმებული, მაინც ოთხ ნაწილად გაიყოფა თუ მხოლოდ დედაჩემსა და ნახევარძმას შორის?(რადგანაც მე და ჩემ ძმას უარი გვაქვს დაწერილი მემკვიდრეობაზე, სანამ დედა გაიფორმებდა მამის ბინას?)
        წინასწარ მადლობას გიხდით ყურადებისთვის.

  10. გამარჯობათ,
    7წელია გათხოვილი ვარ, მყავს ერთი შვილი. ოჯახური კონფლიქტის გამო ვშორდები მეუღლეს ხელი არ მაქვს მოწერილი. მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო ოჯახიდან წილი?
    წინასწარ მადლობთ.

    Reply
  11. გამარჯობა, მე და ჩემმა ძმამ მემკვიდრეობით თანაბარწილად მივიგეთ უძრავი ქონება, მაინტერესებს შემიძლია თუ არა ჩემი ძმისგან ვიყიდო ეს მემკვიდრეობით მიღებული ქონება და ასევე დაიბეგრება თუ არა.? და კიდევ ასეთ შემთხვევაში რომმოხდეს ამ ქონების ჩუქებით გადმოცემა, არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი იმისა რომ მან ან მისმა მემკვიდრეებმა უკან არ გამოითხოვონ ნაჩუქარი ქონება.

    Reply
    • მოგესალმებით!
      ნასყიდობაზე არავითარი პრობლემა არ უნდა გქონდეთ, დაწვრილებით კონსულტაციისათვის სჯობს, საჯარო რეესტრს (იუსტიციის სახლი) მიმართოთ.
      რაც შეეხება ჩუქებას, სამოქალაქო კოდექსში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, მჩუქებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს ნაჩუქარი ქონება, თუკი დასაჩუქრებელი გამოიჩენს უმადურობას. გამოთხოვის ვადა ორი წელია. ხოლო რა უნდა ჩაითვალოს უმადურობად და რამდენად არის ეს გარემოება ნაჩუქარი ქონების დაბრუნების საფუძველი, ეს მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.

      Reply
  12. დედაჩემმა ჩემ ჩუმად ჩემ ძმს აჩუქა სახლი მაქვს თუ არა ამ სახლზე დავის უფლება და თუ შეიდზლებოდა ჩემი თანხმობის გარეშე სახლის გაჩუქება მე რა უფლება მაქვს ამ სახლის წილზე მეკუტვნის თუ არა რაიმე 8 ოტახი სახლიდან

    Reply
    • თუ დედათქვენმა თავის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ჩუქების საფუძველზე გადაუფორმა თქვენს ძმას, თეორიულად, ამის უფლება ჰქონდა და თქვენ რაიმე უფლება არ წარმოგეშობათ.

      მეტი სიზუსტისათვის იქნებ დააკონკრეტოთ: იყო თუ არა ეს სახლი რეგისტრირებული მხოლოდ დედათქვენის სახელზე? ცოცხალია თუ არა მამათქვენი? ეს უკანასკნელი კითხვა მნიშვნელოვანია, რამდენადაც საინტერესოა, ეს სახლი დედათქვენს მამათქვენის გარდაცვალების შემდეგ ხომ არ ერგო.

      Reply
  13. გამარგობა! ვარ დედისერთა, (დედა ცოცხალია) მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ ნოტარიულად დაიმტკიცა მთელი ქონება, რის კურსშიც მე არ ვიყავი! ქონების რა წილი მეკუთვნოდა მე? გმადლობთ!

    Reply
    • ზოგადი წესით, ქონება თანაბრად გეკუთვნოდათ თქვენ და დედათქვენს, მაგრამ რას ნიშნავს, “კურსში არ იყავით”? მამათქვენის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების გახსნა ხომ უდავო ფაქტია, შესაბამისად, აჯობებდა, ერთობლივად გადაგეწყვიტათ ეს საკითხი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დედათქვენის მემკვიდრედ თქვენ ჩაითვლებით, თუკი მან ანდერძით სხვაგვარად არ გადაწყვიტა. ასე რომ, პირადად მე გირჩევდით, ეს საკითხი ოჯახშივე მოაგვაროთ. შეგიძლიათ, კონსულტაციისათვის ნოტარიუსს მიმართოთ.

      Reply
  14. gamarjobat gtxovt mipasuxot 2005 wels mshoblebis gardacvalebis shemdeg bina ar gadmomiformebia,var ertaderti memkvidre da rogor moviqce ra sabutebia sachiro vis mivmarto da ra tanxebtanaa es dakavshirebuli

    Reply
  15. მოგესალმებით, კითხვა მაქვს ასეთი
    სოფელში მდებარე გარდაცვლილი დედამთილ- მამამთლის სახლის გადაფორმება უნდა რძალს (გარდაცვლილი შვილის მეუღლეს). მაგრამ აღმოჩნდა რომ სახლი არავისზე არ არის გაფორმებული უბრალოდ არსებობს კომლთა სია სადაც ოჯახის წევრებიდან მხოლოდ დედამთილია შეყვანილი. ამ შემთხევევაში სახლი ჯერ დედამთილზე ან მამამთილზე უნდა გაფორმდეს და შემდეგ რძალზე თუ პირდაპირ რძალზე შეიძლება? სამკვიდრო ბარათის ასაღებად საბუთები (საინფორმაციო ბარათი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მემკვიდრეობის შესახებ) დედამთილზე უნდა გაკეთდეს თუ მამამთილზე?

    Reply
  16. მოგესალმებით, რამდენიმე კითხვა მაქვს

    მე და ჩემი მეუღლე ამ ეტაპზე ვართ გაშორებულები (თითქმის მე-4 თვე დაიწყო) თუმცა ოფიციალურად ხელი არ გვაქვს გაწერილი, გვყავს ერთი შვილი.

    საცხოვრებელი სახლი სადაც ვცხოვრობდით მერგო მემკვიდრეობით და ვარ პირდაპირი მეკვიდრე ანუ შვილი.
    მაინტერესებს აქვს თუ არა ჩემ ყოფილ მეუღლეს აღნიშნულ ბინაზე გაყოფის პრეტენზია.
    იმ შემთხვევაში თუ საქმე სასამართლომდე მივიდა შეიძლება თუ არა რომ ეს ბინა გამაყიდინონ მის სასარგებლოდ.

    და მეორე საკითხი, ბიძამ ჩუქების წესით გადმომცა სახლი, შეიძლება თუ არა ამ სახლზე ქონდეს რაიმე სახის პრეტენზია.

    მადლობა

    Reply
  17. გამარჯობათ:ვცხოვრობ საბერძნეთში 10 წელია .მამიდამ დამიტოვა ბინა ანდერძით .ჩემს აქ ყოფნაში მამიდა გარდაიცვალა და ბინა გაიყიდა ბიძის მიერ.მამიდას მოაწერინეს ხელი იძულებით რომ მიეხედათ რადგან იყო ავად.გასულია 5 წელი მე ვაპირებ ჩამოსვლას საქართელოში გზაფხულით .კანონით შემიძლია სასამართლოში ვიჩივლო თუ ვადა გასულია?დიდი მადლობა წინასწარ.

    Reply
  18. გამარჯობათ, თანასაკუთრების უფლებით სარგებლობს 2 დამოუკიდებელი ოჯახი. აქედან ერთს საკუთრება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. გთხოვთ მიპასუხოთ, საჭირო იქნება თუ არა ბინის გაყიდვის შემთხვევაში თანამესაკუთრის თანხმობა? თქვენი წინა პასუხებიდან გამომდინარე ეს თანხმობა აუცილებელია, მაგრამ ის, რომ მეორე ოჯახიდან ბინა რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტში, შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი რომელიმე მხარისთვის? და თუ მეორე მხარე უარზე იქნება, რა მექანიზმი არსებობს ბინის თანამესაკუთრის წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად? გმადლობთ.

    Reply
  19. gamarjobat.erti shekitxva makvs,chemma meuglem bina achuqa chvens shvils romelic arasrulclovania.me da chemi meugle dashorebulebi vart magram oficialurad ara.shemidlia tu ara binidan cili movitxovo bavshvistvis?vinaidan me da bavshvs erti dgec ar gvicxovria mag binashi,dedamtili,muli da qmari cxovroben.shendebida da sanam gadavedi davshordit.gtxovt damexmarot

    Reply
  20. me dedastan vcxovrob 2shvilit,aqac chvens garda kidev 6sulia da dzalian vicrod vart da amito gadavckvite movitxovo cili romelic mama achuqa bavshvs

    Reply
  21. ესეიგი, ბებიაჩემმა მიმდინარე წელს გარდაცვლილი მეუღლისგან მიიღო სახლი მემკვიდრეობით,და ამავე წელს მაჩუქა მე. ხომ არ ვიბეგრები,რადგან 2 წლამდე ნაკლები ვადით იყო ბებიის საკუთრებაში ეს ქონება.. და კიდევ უნდა რომ სხვა სახლი და მიწებიც მაჩუქოს და არის თუ არა რაიმე თანხობრივი ლიმიტი რომლის ზემოთაც უნდა გადავუხადო სახელმწიფოს?! მადლობა

    Reply
  22. TRM Filtration is considered the world’s most widely recognized provider in air
    filtering, waste management as well as controlling environment pollution. For
    almost 40 years, TRM has been able to greatly enhance global comfort as well
    as proficiency by top-quality products and solutions. TRM has enhanced comfort and effectivity worldwide by its state of the art products and also most efficient services for almost forty years.
    TRM air purification instruments are provided across the U .
    S and 6 different foreign countries. TRM has achieved world wide popularity for consultations, assisting with design, technological support and sales service particularly in commercial programs.
    TRM Filtration ensures well being and health by providing superior quality of air thru its impressive filtration technologies.

    Furthermore, TRM Filtration stands out as a OEM (original equipment manufacturer) of TRM Filtering systems.
    The filtration system can be found in a number of configurations for variety of usages.

    Most of the TRM Filters offer you quite high performance as well lower air-to-cloth rates.
    They’re also environmentaly safe as well as separating as much as 99.9 percent of waste particles.

    Reply
  23. მინდა უძრავი ქონება ვაჩუქო არასრულწლოვან შვილიშვილს, სესაძლებელია? და როგორ უნდა მოვიქცე?

    Reply
  24. ჯერ გარდამეცვალა მეუღლე,შემდეგ დედამთილი, ბინა არის დედამთილზე, ვინ არის პირველი რიგის მემკვიდრე? მყავს ორი შვილი. როგორ გადავიფორმოთ სახლი? კიდევ, მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე გადასახდელი ნოტარიუსთან ან საჯაროში?

    Reply
  25. მამა მყავს გარდაცვლილი, დედაჩემი რეგისტრირებული არაა ქორწინებაში, და უნდა მიწის ნაკვეთის გადაფორმება თავის სახელზე. მამაჩემის გარდაცვალების ცნობა და ჩემი და ჩემი დის მეტრიკები გვაქვს მხოლოდ, რა პროცედურები იქნება საჩირო რომ მიწის ნაკვეთი დედაჩემმა თავის სახელზე გადაიფორმოს. გთხოვთ პასუხი მომწეროთ

    Reply
  26. მაინტერსებს მე როგორც აწ, გარდაცვლილი მამის უფროს შვილს მეკუთვნის თუ არა მემკვიდრეობა,მაქვს სამკვიდრო მოწმობა,მაგრამ დარეგისტრირებაზე უარს მეუბნება საჯარო რეესტრი,სოფელში მემკვიდრეობა არ გეკუთვნითო,თუმცა ვფლობ და ვსარგებლობ ნაკვეთებით

    Reply
  27. Gamarjobat.wavikitxe memkvidreobaze.zemot agnishnuli hgavs chems problemas.bebias xelmowerit isargebla dam.gayida bebiam da yvela miitvisa.maqvs anderzi notariulad damowmebuli bebias mier.chemma dam farulad moaxerxa es procedurebi .armomxdara notariusis mier gadamowmeba rac tqven gaqvt zemot agnishnul teqstshi.arada saxli gayidulia rac anderzit mekutvnis sxvam iyida da cxovrobs.araris arc gachuqeba arc mindobiloba da arc shecvlili anderzi rom chem das arqonda ufleba mietvisebina.saqme devs prokuraturashi magram dgemde gajianurda.gtxovt gamarkviot arsebul saqmeshi.sakontakto nomeri 557310542.ufro detalurad tuki moxerxdeba tqventan shexvedra sabutebic maqvs ramodenime.arc myidvelis nasyidobashia mititebuli gayiduli saxlis fasi da arc ipotekuri gadasaxadi.gtxovt damexmarot.saxlis garda dam saxlidan gazida saojaxo nivtebit.

    Reply
  28. მოგესალმებით. შეკითხვა მაქვს შემდეგნაირი, პირველი რიგის მემკვიდრეებს აქვთ ქონება გაფორმებული, რეესტრით და ყველაფრით. უბრალოდ ეხლა უწევთ ამ ქონების გაყიდვა , გადაფორმებიდან არ გასულა 2 წელი. მოუწევთ თუ არა გაყიდვის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის რაიმე ბეგარის გადახდა ?

    Reply
  29. სახლი არის ჩემს მამამთილზე გაფორმებული, რომელიც გარდაცვლილია,გარდაცვლილია ჩემი მეუღლეც.მინდა სახლის გადმოფორმება რადგან ჩემს შვილს მერე არ შეექმნას პრობლემა მაინტერესებს რა საბუთები დამჭირდება, თუ შეიძლება მიპასუხეთ წინასწარ დიდი მადლობა

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s