ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობის შესახებ

გუშინ ერთ–ერთმა Facebook-მეგობარმა ასეთი კითხვა დამისვა: თუკი მამაკაცი სახლიდან აგდებს ქალს, რომელთანაც სულ ორი თვის წინ იქორწინა (ქორწინება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის), ხოლო ამ ქალს წასასვლელი არსად აქვს, რისი გაკეთება შეუძლია?

ჩვენი სიმპათიები თუ ქალური სოლიდარობა (8 მარტი არაფერ შუაშია) რა თქმა უნდა, ჩაგრული “ცოლის” მხარეს იხრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი უკვე ვიცოდი, კანონს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი, იქნებ რაიმე ხელმოსაჭიდი იყოს ასეთ პირობებში აღმოჩენილი სუსტი სქესის წარმომადგენლის სასარგებლოდ–მეთქი.

მოკლედ, თუკი კითხვას ასეთ სახეს მივცემთ: თუკი ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, წარმოეშობათ თუ არა ქალსა და მამაკაცს ქონებრივი უფლება–მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ?

პასუხი ერთმნიშვნელოვანი და მოკლეა: არა!

ყველა ის უფლება–მოვალეობა, რაც ქორწინების შედეგად უნდა წარმოეშვათ მეუღლეებს, მხოლოდ ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციის შემდეგ იქნება სახეზე. გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ფაქტის დადგენაა საჭირო, “არაოფიციალურ ქორწინებაში” დაბადებული ბავშვის უფლებების დასაცავადაა მიმართული. მაგალითად, თუკი მამა არ აღიარებს თავს ბავშვის მამად, შეიძლება სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ბავშვის დაბადების მომენტისათვის ან მანამდე ამ კონკრეტული პიროვნებისა და ბავშვის დედის თანაცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება და ა.შ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან არაოფიციალური ქორწინება იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილის მიმართ მოვალეობები არ აქვთ; სხვაგვარად რომ განვმარტოთ, მეუღლეთა უფლება–მოვალეობანი პირდაპირ არის დამოკიდებული ქორწინების რეგისტრაციაზე, მშობლების – არა.

ყველაზე კარგი გამოსავალი ქორწინებამდე ყველაფრის კარგად გააზრება და დაგეგმვაა.  კანონი ყოვლისმომცველი არაა და ხშირად არ ემთხვევა სამართლიანობის იმ გაგებას, რაც შესაძლოა, ცალკეული ადამიანისათვის იყოს მისაღები.

18 thoughts on “ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობის შესახებ

  1. tu qorwineba araa registrirebuli da qali ubralod chaweria garkveul misamartze… ganqorwinebis shemtxvevashi aqvs tu ara raime saxis qonebrivi upleba ? me vici rom ara aqvs , magram dazusteba minda.. gtxovt mipasuxot. 🙂

    პასუხი
    • არა, არ აქვს. ჩაწერის ინსტიტუტი გაუქმებულია, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაცია არავითარ კავშირშია საკუთრების უფლებასთან.

      პასუხი
  2. გამოხმაურება: კითხვა-პასუხი: საოჯახო დავები | Themis

  3. gamargoba.ra mainteresebs var 23 clis.ykve 8 celi var gatxovili.mkava 6 clis ,4,da 1 clis bavshvebi minda meyglestan gankorcineba.ra yyplebebi mak me am 8 clis ganvalobashi cxovrobda chemtan.any alimentebze shemidzkia shevitano gancxadeba tanxit me ar mexmareba.da var socialyrad daycveli.

    პასუხი
  4. Gamarjobat, chem qmars hyavda yofili coli, magram am yofil coltan xeli ar aqvs mowerili, exla is yofili coli uchivis rom shen ar unda geqorwinebina sxvaze, ra uflebebi aqvs im yofil cols, dabrunebis shanshi aqvs tu ara mas yofili qmrisas, madlobt

    პასუხი
  5. gamarjobat, viyavit oficialurad col qmari 14 weli, var dzaladobis msxverpli, mysvs 14 wlis bichi da ganworwinebac gavaforme, ra tqma unda mama yovel tve shvils uxdis 200 lars, chven wamovedit rsionshi da vcxovrob dedastan da dzmastan, mainteresebs gvekutvnis tu ara wili binidan? sadac vcxovrobdit? aris eseti mdgomareoba bina romelshic vcxovrobdit gafirmebulia yofili meuglis mamis saxelze. mainteresebs dzaluan ase mshvidad rom arian da ar fiqroben rom raitavianti shvilisshvilis ase vtqvad usaxlkaroa. winaswar madlobt. mainteresebs ra uflebebi gvaqvs me da chems shvils

    პასუხი
  6. მოგესალმებით….თუ ყოფილ მეუღლესთან 23 წლიანი არაქოწინებაში იყო ქალი და მათ ყავთ საერთო სამი შვილი…ბინა ყოფილი მეუღლის არის და ერთად თანაცხოვრების პერიოდში მიემატა 75კვადრატი ყოფილი მეუღლე ქუჩაში აგდებს ქალს და არსებობს მოწმეები რომ ნამდვილად ცოლი იყო და ჯვარი აქვთ დაწერილი..ყოფილმა განზრახ არ მოუწერა ხელი ცოლს ამ სიტუაციაში რა შეიძლება მოიმოქმედოს ქალმა? მადლობა..

    პასუხი
  7. gamarjobat 2011 wels viqorwine meuglestan ar gvqonda qoneba 2018wels ertad shevidzinet qoneba romelic shem saxelze gaformda 2019 wels gavaketet fiqtiuri ganqorwineba bankis valis gamo da qoneba fadavuforme meugles rata daculi yofiliyo qonebis gadaformebis shemdeg saxlidan policiit gamomagdo da damtova quahashi am shemtxvevashi rogor unda moviqce da aaqcs tuara azri sasamartlos???

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s