ქმედუნარიანობა

უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობა ახასიათებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. იურიდიულ პირს მხოლოდ ქმედუნარიანობა გააჩნია.

ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედების სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობის სრული მოცულობით შეძენა ასაკზეა დამოკიდებული. შვიდ წლამდე არასრულწლოვანი ქმედუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს. მისი კანონიერი წარმომადგენელი მშობელი ან მეურვეა. თუკი შვიდ წლამდე არასრულწლოვანი მიიღებს მემკვიდრეობას, მისი მართვა მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიერ დაიშვება.

შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უფლებების ნაწილის განხორციელება შეუძლია, მისი კანონიერი წარმომადგენელია მშობელი ან მზრუნველი. მაგალითად, მას შეუძლია განკარგოს ჯიბის ფული, რომელიც მისცეს მშობლებმა, ჰონორარი, რომელიც საკუთარი გამომუშავებით აიღო და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუკი არასრულწლოვანმა რაიმე გარიგება დადო (მაგალითად, შეგროვილი თანხით იყიდა ძვირადღირებული ფოტოაპარატი), მშობლის ან მზრუნველის მიერ ამ გარიგების მოწონება მისი ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. თუკი მშობელი ან მზრუნველი ჩათვლის, რომ არასრულწლოვნის მიერ დადებული ეს გარიგება ეწინააღმდეგება მის ინტერესებს (მათ შორის, აღმზრდელობითსაც), ეს გარიგება ბათილია და  უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა (იურიდიულად ამას რესტიტუცია ჰქვია) – თანხა დაუბრუნდეს არასრუწლოვანს, შენაძენი – გამსხვისებელს.

რაც შეეხება შეზღუდული ქმედუნარიანი პირის პასუხისმგებლობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება ათი წლის ასაკიდან, ხოლო სისხლის სამართლის – თოთხმეტი წლიდან. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ არასრულწლოვნის მიერ სხვისი ქონების დაზიანება, მაგ. ფანჯრის ჩამსხვრევა. ასეთ შემთხვევაში მშობელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ასეთი ერთობლივი პასუხისმგებლობის მაგალითი შეიძლება იყოს მშობლის მიერ ახალი მინის ყიდვა, ხოლო არასრულწლოვნის მიერ მისი ჩასმა.

შეიძლება ფიზიკური პირი ასაკის მიუხედავად გამოცხადდეს ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად. მაგალითად, ქმედუუნაროდ შეიძლება ჩაითვალოს სულით ავადმყოფი ან ჭკუასუსტი პირი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, თავად დაიცვას საკუთარი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები. ასეთი პირს სჭირდება მეურვე. რაც შეეხება შეზღუდულ ქმედუნარიანობას, შესაძლოა ასეთად ოჯახის წევრების თხოვნით გამოცხადდეს პირი, რომელიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ოჯახს და საჭიროა მისი უფლებების შეზღუდვა. პირის ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად გამოცხადება და შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით დაუშვებელია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუშვებელია, პირმა დადოს ისეთი გარიგება, რომელიც მის მიერ მისი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობაზე უარის თქმას ავალდებულებს. (ამასთან დაკავშირებული საინტერესო კაზუსი).

თვრამეტი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ფიზიკური პირი ხდება სრულწლოვანი და შესაბამისად, ქმედუნარიანიც. სრულწლოვანი პირი აღარ საჭიროებს კანონიერ წარმომადგენელს და შეუძლია, თავისი უფლებები თავად განახორციელოს და მოვალეობების გამოც თავად უნდა აგოს პასუხი.

იურიდიული პირის ქმედუნარიანობა წარმოიშობა იურიდიული პირის რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომენტიდან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იურიდიული პირის არსებობა–არარსებობის საკითხი სწორედ მის რეგისტრაციაზეა დამოკიდებული. ქმედუუნარობისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის ფიზიკური პირებისათვის დამახასიათებელი შემთხვევები იურიდიულ პირზე არ ვრცელდება.

10 thoughts on “ქმედუნარიანობა

  1. Pingback: ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა « Themis

  2. დელიქტუნარიანობაზე არაფერს იტყვი? მე ცივილისტი არ ვარ და სპეციალისტს დიდი ინტერესით მოვუსმენდი.

    Reply
    • ფაქტიურად, შეზღუდული ქმედუნარიანობის ნაწილში შევეხე მაგას გაკვრით… უფრო ვრცლად დელიქტებზე ახალ პოსტს გამოვაცხობ ალბათ🙂
      მადლობა, რომ მგულშემატკივრობ :*

      Reply
  3. რამდენადაც მახსოვს, სამოქალაქო სამართალი პირს დელიქტუნარიანად 10 წლის ასაკიდან აღიარებს, რასაც ერთი შეხედვით ფორმალური მნიშვნელობა აქვს – ძნელია იპოვნო მოზარდი, რომელიც აანაზღაურებს მის მიერ მიყენებულ ზიანს (დელიქტს), პასუხს მაინც მშობლები აგებენ, თუმცა კანონმდებელმა მაინც საჭიროდ მიიჩნია ამ ზღვარის დაწესება…

    საინტერესო პოსტი იქნება, ასე მგონია🙂

    Reply
    • კი, კი, მართალი ხარ… მეოთხე აბზაცში წერია მაგაზე, მაგიტომაც მოვიყვანე უპრიმიტიულესი მაგალითი🙂 თავის დროზე ჩვენც რაღაც მსგავსით აგვიხსნეს, გადათელილი ღობის შეკეთება და ა.შ.🙂

      Reply
  4. Pingback: რამდენიმე იურიდიული ტერმინის განმარტება « Themis

  5. Pingback: ანდერძის ფორმები და შინაარსი « Themis

  6. პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტია 14 წლიდა! 12 წლიდან არ დგება პასუხსმგებლობა არცერთ შემთხვევაში.

    Reply
    • იმ დროს, როდესაც ეს პოსტი დაიწერა, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელმაც შეამცირა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს ცვლილება მოგვიანებით ამოიღეს. შენიშვნისთვის მადლობა. შევასწორებ.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s