ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბლოგს მეზობელ ბლოგერებზე მეტად სერჩ–თერმებს გადმოყოლილი შემთხვევითი ხალხი სტუმრობს. ჰოდა, ერთ–ერთ მათგანს დაუსერჩავს “ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა”, მაგრამ როგორც ჩანს, წინა პოსტში მოცემულმა მოკლე განმარტებამ არ დააკმაყოფილა და ძიებას ასეთი სახე მისცა: “ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა ვრცლად”. კარგი, შევეცდები “ვრცლად”.

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – ესაა უნარი, ჰქონდეს საკუთარი უფლებები და მოვალეობები. აქ საუბარია მხოლოდ მათ ქონაზე, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება უკვე ქმედუნარიანობის სფეროა. ფიზიკურ პირს უფლებაუნარიანობა წარმოეშობა დაბადებისთანავე და წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალებად მიიჩნევა თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა. ფიზიკური პირისთვის უფლებაუნარიანობის ჩამორთმევა დაუშვებელია (რომ არ ვთქვათ, შეუძლებელი).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადებისთანავე, განსხვავებით მემკვიდრეობის უფლებისაგან, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ჩასახვისთანავე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მამკვიდრებელს უფლება აქვს, სამკვიდრო ქონება დაუტოვოს პირს, რომელიც მისი გარდაცვალების მომენტისათვის ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, მაგრამ დაიბადა გარდაცვალებიდან ათი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება ჩანასახის სხვა უფლებას, მაგალითად, აქვს ან უნდა ჰქონდეს თუ არა ჩანასახს სიცოცხლის უფლება, ეს ჯერ კიდევ დავის საგანია. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს სხვადასხვაგვარად არეგულირებს. თუმცა, ეს უკვე სხვა პოსტის თემაა.

4 thoughts on “ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

  1. ვრცლად – მომეწონა🙂 ეს ხალხი რეფერატებს ბლოგოსფეროში ეძებს…

    მე ვსტუმრობ ამ ბლოგს და ძალიანაც მომწონს🙂

    Reply
  2. Pingback: რამდენიმე იურიდიული ტერმინის განმარტება « Themis

  3. გაიხარეთ ჩემო ბატონო, მაგრამ არც მაინცდამაინც ადვოკატის ინსტიტუტის დისკრიმინაციაა გამართლებული, ცუდი და თაღლითი ყველა სფერშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველგან თაღლითები არიან.

    Reply
    • გთხოვთ, იხილეთ ჩემი ზედა კომენტარი. ადვოკატები რომ ცალსახად თაღლითებად მიმაჩნდეს, თავად ავირჩევდი სხვა პროფესიას. პოსტი მხოლოდ მათ ეხებოდა, ვინც ბოროტად იყენებს მოქალაქეთა ნდობას და საბედნიეროდ, ასეთები უმცირესობას წარმოადგენენ. გამოხმაურებისათვის უღრმესი მადლობა!🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s