ქონების ცნება

ქონება – ესაა ყველა ნივთი და არამატერიალური და ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს; ქონების შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით და ზნეობრივ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

ზნეობრივ ნორმებთან წინააღმდეგობა ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი საკითხია და ჯერაც არ არსებობს ჩამოყალიბებული მიდგომა, თუ ზოგადად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქმედება, რომ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგებოდეს. ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასების საკითხია, რასაც კანონისმიერ აკრძალვაზე ვერ ვიტყვით.

როგორც აღვნიშნეთ, ქონება შეიძლება იყოს ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

ნივთი არსებობს ორი სახის – მოძრავი და უძრავი.

უძრავი ნივთი (ქონება) – არის მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მასზე აღმოცენებული მცენარეები და შენობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

მოძრავი ნივთი – ყველა სხვა დანარჩენი ნივთი. მოძრავი ნივთის უფრო ამომწურავი ცნება სამოქალაქო კოდექსში არ გვაქვს.

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – თუკი ნივთები მატერიალური ფორმით არსებობს, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც:

– შეიძლება გადაეცეს სხვა პირს;

– ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას რაიმე სარგებელი;

– ან მათ მფლობელს მიეცეს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე სიკეთე.

 

15 thoughts on “ქონების ცნება

  1. იმერული ოდა (ან ფინური კოტეჯი) მოძრავი ქონებაა თუ უძრავიო – ეს კითხვა შენს დროს პოპულარული არ იყო? 🙂

    სერიოზულად მუშაობ, ქალბატონო თემიდა 🙂

    პასუხი
    • მთლად ეგრე არა, უფრო პროზაულად დასვეს კითხვა – ჯიხური თუ არისო უძრავი ქონება 🙂
      ვცდილობ 🙂 ვიზიტორების რაოდენობა მატულობს და მიხარია, ვიღაცას თუ რამეში წაადგა…

      პასუხი
  2. ჩემი მეუღლე არ არის ოფიციალურ ქორწინებაში ცხოვრობს ჩემს ბინაში , ჩაწერილია ჩემს ბინაში. ბინა არის ჩემზე რეგისტრირებული .მას აქვს ვალი .მაინტერესებს რამე თუ ემუქრება ჩემს ბინას. მოვალეთა მხრიდან, ჩაწერა რამეს ნიშნავს?

    პასუხი
    • არა, ჩაწერა არაფერს ნიშნავს. თქვენს ბინაზე მეუღლის კრედიტორებს უფლება არ აქვთ, თუკი ბინა თქვენს სახელზეა რეგისტრირებული და ოფიციალურ ქორწინებაში არ ხართ.
      სხვაგვარად იქნებოდა, ოფიციალურ ქორწინებაში რომ ყოფილიყავით და ბინა თანაცხორების პერიოდში შეგეძინათ. ამჯერად კი ბინა მხოლოდ თქვენი საკუთრებაა და მისამართზე რეგისტრაცია კრედიტორების სასარგებლოდ არავითარ უფლებას არ წარმოშობს.

      პასუხი
  3. 1994 წელს ვიყიდე სახლი, ნოტარიუსში ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერად გავატარე ტექბიუროში, მიწის პრივატიზაციაც! .ერთ ოთახში ატსტუპნიკები მყავდა გარდაიცვალნენ დარჩათ გათხოვილი ორი შვილი, მათგან ერთი აღარაა რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე მეორე 1997 წელს ჩემითანხმობით რეგისტრაციაში გავატარეთ სხვანაირად პასპორტს ვერ აიღებდამისი დედა ,კარგი უწყინარი ქალი იყო ახლახან გარდაიცვალა ვეუბნებოდი თუ რამე გეკუთვნის სასამართლოში წადი თუარადა სანამ ცოცხალი ხარ იცხოვრემეთქი. სასამართლოს ვერ მოვიგებო მეუბნებოდა უშენოდ ვერაფერს ვაკეთებო მეუბნებოდა.გარდაიცვალა თუარა დასაფლავებულუ არ იყო უკვე მოკვლით მემუქრებიან არ დავტოვებთ ამ ბინასო არადა მეც მჭირდება .ამ მისამართზე რეგისტრირებული ქმართან ერთად სხვაგან ცხოვრობს და მაინც არ ტოვებს ამ ბინას . კანონიერი რა უფლებები აქვს ?

    პასუხი
  4. 1994 წელს ვიყიდე სახლი, ნოტარიუსში ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერად გავატარე ტექბიუროში, მიწის პრივატიზაციაც! .ერთ ოთახში ატსტუპნიკები მყავდა გარდაიცვალნენ დარჩათ გათხოვილი ორი შვილი, მათგან ერთი აღარაა რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე მეორე 1997 წელს ჩემითანხმობით რეგისტრაციაში გავატარეთ სხვანაირად პასპორტს ვერ აიღებდამისი დედა ,კარგი უწყინარი ქალი იყო ახლახან გარდაიცვალა ვეუბნებოდი თუ რამე გეკუთვნის სასამართლოში წადი თუარადა სანამ ცოცხალი ხარ იცხოვრემეთქი. სასამართლოს ვერ მოვიგებო მეუბნებოდა უშენოდ ვერაფერს ვაკეთებო მეუბნებოდა.გარდაიცვალა თუარა დასაფლავებულუ არ იყო უკვე მოკვლით მემუქრებიან არ დავტოვებთ ამ ბინასო არადა მეც მჭირდება .ამ მისამართზე რეგისტრირებული ქმართან ერთად სხვაგან ცხოვრობს და მაინც არ ტოვებს ამ ბინას . კანონიერი რა უფლებები აქვს ?

    პასუხი
  5. გამარჯობათ. ანუ რამაინტერესებს როდესაც ნეუღლეები განქორწინდებიან ,მაშინ ერთერთმა მეუღლემ და შვილებმა მოითხოვონ ქონებიდან წილი ეს ხომ შეასაძლებელია და რაფაქტორები მოქმედებს ამ ყველაფერზე?

    პასუხი
    • გამარჯობათ. ანუ რამაინტერესებს როდესაც ნეუღლეები განქორწინდებიან ,მაშინ ერთერთმა მეუღლემ და შვილებმა მოითხოვონ ქონებიდან წილი ეს ხომ შეასაძლებელია და რაფაქტორები მოქმედებს ამ ყველაფერზე?

      პასუხი
      • რა თქმა უნდა შესადძლებელიია სასამართლოს მიერ , რამდენად გადახდისუნარიანია ამას, სასამართლო გადაწყვეტს, თუ შვილები ჯერ არ არიან სრულწლოვნები შესაძლებლია დაეკისროს ”ალიმენტი,,

  6. გამარჯობათ.მეზობელი მყავს მარტოხელა.ანდერძის დაწერა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს?

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s