ადვოკატები, ხრიკები და პროფესიონალიზმი

ჩემს ბლოგს მაინცადამაინც ხშირად არსად ვაშეარებ, მაგრამ ვხედავ, რომ სერჩებით საკმაოდ ბევრი ვიზიტორი შემოდის. ამ რაოდენობით შეგულიანებული ყოველკვირას მაინც ვაძლევ საკუთარ თავს პირობას, რომ ბლოგს სერიოზულად მივხედავ, მაგრამ ხან უდროობა მიშლის ხელს და ხანაც განწყობის ნაკლებობა. აი, დღეს კი მეგობართან საუბრისას ისე აღვშფოთდი, რომ ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე, ეს აღშფოთება ყველა იმ პიროვნებას გავუზიარო, ვინც სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს, მით უმეტეს, თუკი კომპეტენტური პროფესიონალისთვის მიმართვა სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლია.

ჩემი აღშფოთების მიზეზი ასეთნაირად გამოიყურება: პიროვნებას ბრალად ედება ყაჩაღობა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ამჟამად (საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვას არ შევუდგები). ოჯახის წევრებმა სახაზინო ადვოკატზე უარი თქვეს და მის მაგივრად საკმაოდ სახელმოხვეჭილი კოლეგა დაიქირავეს. სახაზინო ადვოკატი რატომღაც მოქალაქეთა უმრავლესობის დიდი ნდობით არ სარგებლობს. სამწუხაროდ, ეს იმ იდეოლოგიის გადმონაშთია, როდესაც საქმის გაკეთება ჯიბეში ფულის ჩაკუჭვასთან ასოცირდებოდა. ლოგიკა მარტივია: მე არ ვუხდი, მაშასადამე, ჩემთვის თავს არ შეიწუხებს! არადა, ხშირად პირიქით უფროა.

ახალდაქირავებულმა ადვოკატმა არც აცია, არც აცხელა და ოჯახის წევრებს სტრასბურგის სასამართლოს (ვრცლად ამ სასამართლოსა და მისი საქმიანობის თაობაზე) არსებობა შეახსენა. ეს მაშინ, როცა სავარაუდოდ, საქმის მასალებს წესიერად არც იყო გაცნობილი, არც ბრალდებულს შეხვედრია, არც მოწმეებს და არც პროკურორს – ანუ ლამის პირველივე დღეს. სანამ სტრასბურგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას გაგაცნობდეთ, მოკლედ, გეტყვით, რომ მისდამი მიმართვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი მხარე სახელმწიფოში არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ამოწურავს. ჩვენს შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ არასასურველი განაჩენი ჯერ სააპელაციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს, ხოლო შემდეგ, სურვილის შემთხვევაში – უზენაეს სასამართლოში (შემდგომში სასამართლო სისტემასაც მიმოვიხილავთ).

ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ღრმა რწმენით, სტრასბურგის პერსპექტივის დასახვა მაშინ, როცა საქმისთვის ხელი ფაქტობრივად, არც მოგიკიდია, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეს თავიდანვე აჩვევ აზრს, რომ ამ სახელმწიფოში საქმის მოგება შეუძლებელია და მოსამართლე ყველა შემთხვევაში პროკურორს მიემხრობა, თუნდაც ეს უკანასკნელი სამტრედიაში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს კენედის მკვლელობაში ადანაშაულებდეს.

ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ: არ მისცეთ ასეთ “პროფესიონალებს” თქვენი გასაჭირით მანიპულირების საშუალება!!!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატის ეს ხრიკი ორ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: წინასწარ ამართლებს წაგებას სამივე ინსტანციაში და ზრდის ჰონორარის მოცულობას. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ადვოკატის მომსახურება საქმის შედეგის მიუხედავად ფასიანია. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალ ინსტანციაში მიიწევს საქმე, მით უფრო აშკარა გახდება უკანონობა. ასე რომ, ნებისმიერ მხარეს მართებს მეტი ნდობა სასამართლოს და მეტი კონტროლი – ადვოკატის მიმართ.

ასე რომ, ნუ აჰყვებით ნერვებს და ნუ მოგატყუებთ სახელმწიფოსა და სასამართლო სისტემის თათხვა, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას – ადვოკატი თუ პოლიტიკოსი. დაიმახსოვრეთ, ადვოკატი ამ სისტემაშია დასაქმებული, ხოლო პოლიტიკოსების უმრავლესობა პროცესებზე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც სასამართლო დარბაზში კამერის გამოყენება აიკრძალა და შესაბამისად, ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენაც შეუძლებელი გახდა. აქვე დამატებით შევნიშნავ, რომ სასამართლო დარბაზში მხოლოდ კამერის გამოყენებაა აკრძალული, პროცესები (გამონაკლისის გათვალისწინებით) კვლავინდებურად საჯაროა.

მეტი სანდოობისთვის მეგობარს დავუკავშირდი, რომელიც ამ სისტემაშია დასაქმებული და გარდა იმისა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულში დამეთანხმა, მიამბო, თუ როგორ სთხოვდა მის ნაცნობს ადვოკატი ფულს იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობა და სასამართლო განხილვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის ვადა ბრალდებულს სასჯელში ჩათვლოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ წინასწარი პატიმრობა კანონის თანახმად სასჯელის ნაწილად ითვლება, ადვოკატი კი ყოველივე ამის საკუთარ დამსახურებად გასაღებას და ფულის აღებას გეგმავდა. ამ დროს კი ბრალდებულის ოჯახის წევრი ალბათ სიხარულს ვერ მალავდა, ეს რა კარგი ადვოკატი დამიქირავებიაო.

ასე რომ, თუკი რაიმე პრობლემა შეგექმნათ, შეეცადეთ, ცივი გონებით შეაფასოთ ფაქტები. დაიმახსოვრეთ, რომ ადვოკატი შეუმცდარი არ არის და ცოდვა გამხელილი სჯობს, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მაინცდამაინც დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული – ეს სერთიფიკატი თითქმის ყველას აქვს, ვინც კი იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

14 thoughts on “ადვოკატები, ხრიკები და პროფესიონალიზმი

  1. უჰ 🙂 მომეშვა გულზე. რაკი ასეთი პოსტიც ვნახე, აწი რა მომკლავს.

    სტრასბურგს რომ ახსენებს ადვოკატი, ჩემი გამოცდილებით, უკვე ამბობს – აქ არაფერი გამოდის და ტყუილად თავს ნუ მოვიკლავთო. არადა, უმრავლეს შემთხვევაში, საქმე ნანახიც არ აქვს და რაც მთავარია, ნახვაც (მუშაობა ანუ) ეზარება. ყველაფრის პროკურორისთვის და სასამართლოსთვის გადაბრალება ბევრად მარტივია.

    იმ აფერისტ ადვოკატს, ფულს რომ ითხოვდა პატიმრობის ვადის ჩათვლაში, მხოლოდ დისბარი არ უნდა აკმარო. მანდ აშკარად ანაშაულის ნიშნებია.

    და ადვოკატის სერტიფიკატი რომ ავტობუსის ბილეთზე იოლი ასაღები იყო (და ალბათ ახლაც ასეა) ამაში ყველა იურისტი დამეთანხმება.

    პასუხი
  2. :)) uzenaes sasamartloshi procesi waago ertma qalma da araushavs “stranburgshi” gavasachivrebo. saqalaqo sasamarTlodan gamosuli advokati ki ukmayofilo klients eubneboda strasburgis sasamarTlo (ufro sworad rom vuwodo adamianis uflebaTa evropuli sasamarTlo) win aris da aq xom xedav verafers gaxdebio (mashin roca saqalaqo sasamarTlos gadawyvetileba saboloo araa). kai gamarTlebis saSualeba moeZebna advokatebis ucodinrobas: “am saxelmwifoshi verafers gaxdebi” …
    sabednierod samoqalaqo specialobit momushave advokatebs amis tqmis sashualeba ar aqvt radgan verafrit daasabuteben mosamarTlis dainteresebas saqmeshi (mashin roca tito mosamarTles 600-mde saqme aweria). tumca aqac moipoveba “metad kvalificiuri advokatebi” romlebmac ar ician rom mxareta tanxmobit mosamzadebeli sxdomis mtavar sxdomashi gadazardva shesaZlebelia da rom mosamzadebeli sxdomis daniSvna savaldebulo ar aris.

    პასუხი
  3. მე “ტრანსბურგიც” წამიკითხავს საჩივარში 🙂

    და ადვოკატის დაწერილი საკასაციოც მინახავს, “ჩაშვების ინსტიტუტით”, “დამსმენებით” და მსგავსი ტერმინებით რომ იყო გაძეძგილი. იურისტის შედგენილ დოკუმენტზე მეტად კრიტიდან გამოტანილ ქსივას რომ ჰგავდა.

    პასუხი
  4. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ სწორედ ასეთები იმსახურებენ მეტ ნდობას მოქალაქეების მხრიდან 😦 აი, ამას ნიშნავს დაბალი სამართლებრივი თვითშეგნება… ადვოკატის “გაბედულებითა” და “შეუპოვრობით” მოხიბლულებს ხშირად ალბათ ისიც ავიწყდებათ, რომ ამას უანგაროდ კი არ აკეთებს, არამედ ფულს უხდიან 😦

    პასუხი
  5. აუ ესეც კაი პოსტია…

    რატო აქამდე არ ვიცოდი ამ ბლოგის შესახებ 😦

    ხო, რა მინდოდა მეთქვა. სახაზინო ადვოკაების მეც არ მჯერა, ოღონდ ფულის გამო არა, უბრალოდ სახაზინო ადვოკატი ვალდებულია ყველა იმ საქმეს მოკიდოს ხელი, რომელზეც მიუთითებს სახელმწიფო, შეიძლება ადვოკატს არ სიამოვნებდეს, მაგრამ თავს უნდა აიძულოს, ხოდა თუ დამწყებია, გაუჭირდება თავიდან… გარდა მაგისა, მგონია, რომ ადვოკატი ყველა საქმეს ვერ მოკიდებს ერთნაირი წარმატებით ხელს.. სუბიექტურობა მაინც იჩენს თავს.

    ხო, და კიდე, ჩემი “მეზობელი” ადვოკატი ამბობს, თაღლითების გარდა, ზოგჯერ უვიცი და სულელი ადვოკატებიც არიან, იმდენი შეცდომები აქვთო. მაგალითად თვითონ სამოქალაქოში მუშაობს, ხოდა შეხვდა ისეთი ადვოკატი მოწინააღმდეგე მხარესთან, რომელიც ადრე სისხლში მუშაობდა და სამოქალაქოს პირველად მოკიდა ხელი, ხოდა მახსოვს როგორ კვდებოდა ჩემი “მეზობელი” სიცილით ამ მეორე ადვოკატის უნებლიე იაღლიშებზე :დ :დ

    თქვენ ადვოკატები, მაგარი პრიკოლი ხალხი ხართ ისე, რომ იცოდე :დ :*

    პასუხი
    • მადლობა შექებისთვის 🙂
      ქეთ, ასეც არაა საქმე… სახაზინო ადვოკატს ამ საქმეში არცთუ ცუდ ჰონორარს უხდიან, ყოველ შემთხვევაში იმდენს მაინც, რომ მოტივაციის ასამაღლებლად ეყოს 🙂
      ხოლო სხვებს რაც შეეხება, ისინი როგორც უკვე აღვნიშნე, მშვენივრად იყენებენ სიტუაციას თავიანთ სასარგებლოდ…

      პასუხი
  6. simartle vtqva jer jerobit mtlad kargad ar vici ramdenad xarisxiania sazogadoebrivi advokatis momsaxureba (dgevandeli kanoni iuridiuli daxmarebis Sesaxeb swored sazogadoebrivi advokatis cnebas xmarobs) tumca sul ramdenime dgis win didi zarzeimit gadasces warCinebul advokatebs madlobis sigelebi sastumro Zvel Tbilisshi. rac sheexeba maT kvalifikacias, tu gaviTvaliswinebT imas, rom sakmaod xshirad utardebat treningebi sxvadasxva sakitxebze da sazgvargaretac sakmaod xshirad agzavnian kvalifikaciis asamagleblad, vfiqrob maTi momsaxureba xarisxiani unda iyos (Tumca “marto wvrtna ras uzams, Tu bunebamc ar uSvela”)
    rac sheexeba “transburgs” sakasacio saCivarSi mowinaagmdege mxaris misamarTiT gamoTqmuli iyo mosazreba rom Sav qvaze daxatuli eshmaki iyo. (es xumrobiT)
    ise davetanxmebi mosazrebas, rom samwuxarod aseti advokatebi xshirad ufro sargebloben sazogadoebis ndobiT, vidre patiosani, cota “wynari” magram kvalificiuri advokatebi.. albat xalxis cnobierebis bralia, romlebic fiqroben, rom Tu moCxubaria, kargi advokati iqneba. arada aviwydebat rom advokatis mTavari iaragi kanonis (da sasamarTlo praqtikis) codnaa da ara sheuracxmyofeli gamonatqvamebi da lanZgva-gineba.

    პასუხი
    • მართალი ბრძანდებით… როგორც პოსტშიც აღვნიშნე, ეს იმ იდეოლოგიის გავლენა მგონია, როცა საქმე ჩხუბით თუ არა, ფულის ჩაკუჭვით მაინც გვარდებოდა. მოქალაქეთა დიდ ნაწილს კი წარმოდგენაც არ აქვს კანონის არსსა თუ მიზნებზე, ეს მათთვის “სახელმწიფოს მიერ ხალხის საწვალებლად მოგონილი” რაღაც მახინჯი მექანიზმია…

      პასუხი
  7. ადვოკატის პროფესიონალიზმი,არც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით განისაზღვრება და არც იმ ჰონორარის ოოდენობით რასაც იღებს.რაც შეეხება ადვოკატს სისხლისსამართალწარმოებაში,აქ სხვაობას სახაზინო და კერძო ადვოკატს შორის ვერ ვხედავ.ორივეს შეუძლია მხოლოდ ერთი რამის„საპროცესო გარიგების გაკეთება მეტი არაფერი.სისხლის სამარტლის პროცესზე ადვოკატი უბრალოდ ინტერიერის როლს ასრულებს და მეტი არაფერი,პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე სისხლისსამართლის დარგში მოღვაწეობა შეურაცმხოფელია,ამიტომაც სამოქალაქო სამარტლის სპეციალიზაციით ვმუშაობ მხოლოდ.ჰო ისე ცნობისთვის, მეც ადვოკატი ვარ და ეს თქვენი ადვოკატების ლანძღვა მაინცდამაინც არ მესიამოვნა…..პირადად მე არასდროს მომიტყუებია კლიენტი,პრაქტიკაში ფაქტიურად არა მაქვს წაგებული დავები(მაქვს 9 წლიანი სტაჟი)
    ყველა ადვოკატი ერთნაირი არაა,უბრალოდ სწორად უნდა შეარჩიო ადვოკატი ვისაც საკუთარ საქმეს ანდობ ეგ არის მეტი არაფერი.რაც შეეხება ადვვოკატების თაღლითობას დამერწმუნეთ ბევრ მათგანს ეს უცოდინარობით უფრო მოსდით.თაღლითობასაც ცოდნა სჭირდება სხვათაშორის….

    პასუხი
    • მოგესალმებით, ქალბატონო ნატო!

      უპირველეს ყოვლისა, მადლობა გამოხმაურებისათვის, მაგრამ თქვენს შენიშვნას ადვოკატების ლანძღვასთან დაკავშირებით თქვენის ნებართვით, არ მივიღებ. მეც იურისტი ვარ და სამოქალაქო სპეციალიზაციით ვაპირებ მუშაობას, გარდა ამისა, არც ტაქტის უქონლობას ვუჩივი და ნამდვილად არ მივცემ თავს უფლებას, ვინმე გავლანძღო, მით უმეტეს, კოლეგა.

      პოსტში მოყვანილი ორი ფაქტი ჩემს ახლობელ ადამიანებს შეემთხვათ და სწორედ ამიტომ მივეცი თავს უფლება, გამეკრიტიკებინა ადვოკატები, რომლებიც ბოროტად იყენებენ მოქალაქეთა გაუთვითცნობიერებლობას იურიდიულ საკითხებში.

      რაც შეეხება სახაზინო და კერძო ადვოკატს, მგონი, არც სახაზინო ადვოკატის უპირატესობას ვამტკიცებ. უბრალოდ, ჯიუტი ფაქტია, რომ მოქალაქეებს ნდობის ხარისხი სახაზინო ადვოკატების მიმართ გაცილებით ნაკლები აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ ნამდვილად ასეა. დაბალკვალიფიციურობას რაც შეეხება, ასეთი ადამიანები ყველა პროფესიის წარმომადგენლებს შორის შეიძლება შეგვხვდეს და ცალსახად ადვოკატების ლანძღვა ნამდვილად არ მქონია მიზნად.

      თქვენს სტაჟსა და კეთილსინდისიერებას რაც შეეხება, ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ნამდვილად არსებობენ კვალიფიციური პროფესიონალები. ამის იმედი რომ არ მქონოდა, სხვა პროფესიას ავირჩევდი.

      პასუხი
  8. დიახ მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ ადვოკატების 80 პროცენტი მარტო თაღლითი კი არაა სუპერ თაღლითიაა…..აფერისტების ბანდააააა…..თუმცა ბევრია წესიერი და პატიოსანი ადვოკატი…..აღარ დავაკონკრეტებ…..30 წელია იურისპრუდენციაში ვარ და კარგად ვიცნობ ამ სამყაროს შეურაცყოფას არავის ვაყენებ რა თქმა უნდა უბრალოდ ეს სიმართლეა სამწუხაროდ….

    პასუხი
    • გეთანხმებით.მე მატყვილებს 2წელია ადვოკატი მატკვილებს. მაგრამ ყველა ერთი არ არის ამის მჯერა.იძულებული ვარ პროკურატურას მივმართო ჩემსავით ბევრი ყავს მოტკვილებული. ისევ სახაზინო ჯობს მგონი..ფულები წამართავდა ცარიელ ფურცლები აჩვენებდა მამაჩემს ატყვიბინებდა.ა

      პასუხი
  9. გამარჯობათ სახაზინო ადვოკატს ვეძებ და ყველა მეუბნება არ შეგიძლიავო. .შეგიძლიათ მირჩიოთ და დამეხმაროთ მადლობთ.სახაზინო ადვოკატი მარტოხელა დედას შეუძლია აიყვანოს?

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s