“სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი განაკვეთებია:
№ |
როცა გარიგების ღირებულებაა |
საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების |
1 | 500 ლარის ჩათვლით | 3% |
2 | 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით | 15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5% |
3 | 1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით | 27,5 ლარი + 1000 ლარის ზევითთანხის 1,5% |
4 | 2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით | 42,5 ლარი + 2000 ლარის ზევითთანხის 1% |
5 | 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით | 52,5 ლარი + 3000 ლარის ზევითთანხის 0,5% |
6 | 5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით | 62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 % |
7 | 20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით | 122,5 ლარი + 20000 ლარის ზევითთანხის 0,3% |
8 | 100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით | 362,5 ლარი + 100000 ლარის ზევითთანხის 0,2% |
9 | 500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით | 1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1% |
10 | 1000000 ლარის ზევით | 1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %. |
ამავე დადგენილების 29-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობის უფლების გაცემის, სამკვიდრო მოწმობის გაცემისა და სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად გადაიხდევინება ცხრილში დადგენილი განაკვეთების ნახევარი. სამკვიდრო მოწმობის უფლებისა და სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად საზღაურის მინიმუმი არის 10 ლარი.
საფასური აუცილებლად დაიანგარიშება ეროვნულ ვალუტაში; თუკი ქონება შეფასებულია სხვა ქვეყნის ვალუტით, მხედველობაში მიიღება გადახდევინების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ.
mshoblebis gardacvalebis shemdeg mesakutreebad rchebian shvilebi gasagebia ,magram maqvs tu ara raime privilegia saxlshi mcxovreb ertert mesakutre shvils,tu sacxovrebel saxlze hseketebis miznit daxarjulia tanxis didi nawili
გარდაცვლია მეუღლე და ნოტარიუსი სადამართლოში მიშვებს სამკვიდროს დასადგენად.
რამდენია გადასახდელი?