B-Law-G

იურიდიული თემატიკის ბლოგები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა, მაგრამ ქართულ ბლოგოსფეროში არცთუ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერებს შორის ბევრი იურისტია, ისინი სხვა, მათთვის საინტერესო თემებზე წერას ამჯობინებენ და პროფესიულ საკითხებს შიგადაშიგ თუ ეხებიან. იურიდიული თემატიკის ბლოგის წარმოება ცოტა სარისკო საქმეა, მაგრამ მთავარი წამოწყებაა, იქნებ ვინმეს შემდგომში ჩემზე უკეთ გამოუვიდეს.

შევეცდები, ბლოგზე მშრალი მასალის დადებას თავი ავარიდო და საინტერესო,  ყოფითი შემთხვევები განვიხილო. ჩემი სპეციალიზაცია სამოქალაქო სამართალია, შესაბამისად, ბლოგიც უმეტესწილად ამ მიმართულებებით იფუნქციონირებს. თუმცა, მკითხველის დაინტერესების შემთხვევაში სხვა სფეროდან რაიმე საკითხის დამუშავებას წინ არაფერი უდგას.

ჩემი აზრით,  მოქალაქეების მიერ კანონის არასწორად გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რასაც შედეგად მისი შეუსრულებლობა ან უკეთეს შემთხვევაში, იძულების წესით შესრულება მოსდევს.

თავისი არსით ყველა კანონი იძულებითია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხშირად ადამიანის მიერ ის აღიქმება, როგორც მათი უფლებების შეზღუდვისა და ჩაგვრის იარაღი. თუ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდება იქამდე, რომ კანონს მიიღებენ, როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის აუცილებელი წესრიგის უზრუნველყოფის საშუალებას, აღარ გაჩნდება ის შინაგანი პროტესტი, რაც მოქალაქეთა უმრავლესობას კანონისა და ხელისუფლებისადმი უარყოფითად განაწყობს.

ის, რაც ბიუროკრატიად და უდანაშაულო ხალხის წამების საშუალებად მიიჩნევა, ხშირად საჯარო სამსახურისათვის აუცილებელი პროცედურაა. მოქალაქეს, რომელიც საჯარო მოხელის სამუშაოს სპეციფიკას არ იცნობს, უჭირს იმის გაგება, თუ რა საჭიროა რამდენიმეჯერ ერთი და იგივე მონაცემის გადამოწმება და ხშირად არცთუ მოკლე ვადები. სწორედ ეს ქმნის მოქალაქისა და საჯარო სამსახურის ურთიერთობებში პრობლემებს, რაც საჯარო სამსახურისადმი უნდობლობაში გადაიზრდება. საჯარო სამსახურებთან ურთიერთობისათვის თავის არიდებამ კი შესაძლოა მოქალაქესა და მისი ოჯახის წევრებს დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნას, რადგან, როგორც წესი, სათავიდანვე აწეწილი საქმე დროთა განმავლობაში კიდევ უფრო რთულად მოსაგვარებელი ხდება.

შემდგომი პოსტები კონკრეტულ საკითხებს შეეხება და დაწვრილებით იქნება განხილული თითოეული სამართლებრივი საკითხი; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცდები განვიხილო ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად ადვილად გასაგები იყოს იურისპრუდენციაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის.

14 thoughts on “B-Law-G

  1. გამარჯობათ.მაინტერესებს 1წლის და 10 თვის ბავშვს რომელიც არის ჩემი შვილისშვილი,რომელსაც დედა გარდაცვლილი ყავს და მამა იმყოფება პატიმრობაში,ბავშვი იზრდება დედის დედასთან და მამის მშობლებს არ გვაძლევს ბავშვის ნახვის უფლებას.გთხოვთ მიპასუხოთ როგორ შეიძლება მოვითხოვოთ ჩემი შვილისშვილის ნახვის უფლება,

    პასუხი
    • gamarjobat, aseti problema maqvs: tu qmartan xelmoucereli vcxovrobdi rusetshi omis dros 2008 clidan, 2009 -shi gvekola bavshvi-materialurad inaxavdnen chemi mshoblebi, vikidet bina rusetidan saqrtveloshi -chemi msoblebis daxmarebit, qmarma bina dedamisis saxelze gaapormebina, rata ver mivdiodit mashin da dampirda roca samshobloshi davbrundebodit oficialurad shevugldebodit, magram saqartveloshi cavida marto tviton, damtova ucxo qvekanashi saskole bavshvit, shemdeg cels chavedi bavshvit saqartveloshi, binashi dedamtili da qmari cxovroben, me da bavsvi cavetseret binashi, ar gadamiformes chems saxelze, qmari ichemebs cxovrebis sashualebas ar madzlevs magdebs da arc bavshvze zrunvas da materialurad daxmarebazec uarkobs! camovedi vizit ukan chems mshoblebtan rusetshi… chems qvekanashi chems binashi vicxovro minda, rogor moviqce??rame upleba tu maqvs???

      პასუხი
  2. Gamarjobaaat. Zalian gtxovt mipasuxot. qorwinebis dros maq tu ara ufleba, winaswar shevtanmxde chem momaval meuglestan , rom tu Ki odesme chven gadavwyvitavtt ganqorwinebas, chveni shezenili nivetebi (saxli, manqana, da ase shemdeg)., gaiyos imis mixedvit , vin ra sheizina ertad cxovrebis dros,/ anu me chemi nayidi damrches da mas misi,/ tu arsebobs saertod Ki aseti kanoni., gtxovt gvioasuxet, Didi madloba winaswar

    პასუხი
  3. გამარჯობათ. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ კითხვაზე, ჩემი რძალი ოჯახიდან წავიდა და წაიყვანა ოთხი წლის ბავში. სარჩელი შეტანილი გვაქვს.არ გვაჩვენებს ბავშს სასამართლოს დამთავრებამდე.რა უფლება მაქვს ბავშვის მოსათხოვად.წინასწარ დიდი მადლობა.

    პასუხი
  4. გამარჯობათ მშობელმა გამიკეთა ბინის ჩუქება რმელ ბინაშიც ჩემი დედმამიშვილიცაა ჩაწერილი. აქვს თუ არა ჩემს დედმამიშვილს მოითხოვოს წილი?

    პასუხი
  5. minda ganqorcineba.mkaVS SAmi shvili.ra uplebebi mak da risi motxovna shemidzlia.meugle aris azartuli tamashebis motamashe kvelaperi davkarget axla binac ikargeba momceret sad shevitano gancxadeba da ra gavaketo?

    პასუხი
  6. გამარჯობათ,ვარ სოციალურად დაუცველი,მარტოხელა დედა,უმუშევარი,ვცხოვრობ უკვე 7 წელია ისეთ ბინაში რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ბალანსზე იმყოფება,ამ ბინაზე არაა გაცემული არც ორდერი,არც პრივატიზაცია,თუ არის შესაძლებელი ამ ბინის გადაფორმება და როგორ გადავიფორმო ისე რომ აუქციონზე არ გაიტანონ და ქუჩაში არ აღმოვჩნდე?

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s